ერაყი თურქეთს “ნებისმიერი ზომებით” ემუქრება

ერაყი თურქეთს

ერაყი თურქეთს "ნებისმიერი ზომებით" ემუქრებაბაღდადი უფლებას იტოვებს განახორციელოს ნებისმიერი ზომები თურქეთის წინააღმდეგ, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართოს, თუკი თურქეთი საკუთარ ჯარებს არ გაიყვანს ერაყიდან – ამის შესახებ “როიტერსი” ერაყის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
“ერაყს უფლება აქვს ყველა არსებული ვარიანტი გამოიყენოს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართოს, თუკი ეს ძალები (თურქეთის არმია) 48 საათის მანძილზე არ იქნება გაყვანილი ქვეყნის ტეროტორიიდან” – განაცხარა დღეს, 6 დეკემბერს ერაყის პრემიერმა ჰეიდარ ალ-აბადმა. მან აღნინა, რომ თურქული ჯარის მოსულთან ახლოს განთავსება ერაყის მთავრობის ნებართვის გარეშე ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა. პრემიერის თქმით, ქვეყანამ დახმარებისთვის, შესაძლოა რუსეთსაც მიმართოს.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა რუსეთს სანქციების შეჩერება ურჩია
შემდეგი სტატიაეგზიტპოლების მონაცემებით ლე პენის პარტია ლიდერობს