ერაყელმა ძალოვანებმა მოზარდს თვითმკვლელის ქამარი მოხსნეს (ვიდეო)

ერაყელმა ძალოვანებმა 12 წლის ბავშვი დააკავეს, რომელიც თავის აფეთქებას აპირებდა ქამარზე დამაგრებული თვითმკვლელის მოწყობილობით. მოზარდის დაკავება ქალაქ კირკუკში მოხდა. ინციდენტის ვიდეოს LiveLeak-ი აქვეყნებს.
ქამარი, რომელიც ბავშვს მოხსნეს, საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებით ააფეთქეს სამართალდამცველებმა.
ბავშვის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, ქალაქში ერთმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი.

https://youtu.be/-h_TENSTiGs

banner
წინა სტატიაშიევროპის უმსხვილეს ციხეში ჯიჰადისტების ქსელი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაევროდეპუტატის წინადადებით უნგრეთმა თავი ლტოლვილებისგან ღორის თავებით უნდა დაიცვას