,, ერაყელ სტუდენტებს ბინადრობის უფლება უსაფრთხოების მიზნით ჩამოერთვათ”

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ერაყელ სტუდენტებს, სამინისტრომ ბინადრობის უფლება, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო შეუჩერა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, სტუდენტებს შეუძლიათ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.

“მოცემულ პირებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება, თუ ვადა არ აქვთ გაშვებული, გაასაჩივრონ სასამართლოში. უარი დაკავშირებული იყო, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია ასახული, სხვადასხვა შეფასებასთან, თუ მოსაზრებასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთანაა კავშირში”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რვა ერაყელ სტუდენტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ბინადრობის უფლება გასული წლის 25 დეკემბერს შეუჩერა. სტუდენტების განმარტებით, სამინისტროში უარის მიზეზად ის განმარტება მიიღეს, რომ სახელმწიფოსთვის საშიშროებას წარმოადგენენ.

გასული წლის ბოლოს 8 ერაყელი სტუდენტის მსგავსად, ბინადრობის უფლება 4 სტუდენტს შეუჩერდა, თუმცა, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანს ბინადრობის უფლება მიეცათ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა ცოლს გაშორდა
შემდეგი სტატია“ჯეოტრანსგაზი” “გაზპრომთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს