ერ-რიადთან ერთად ირანთან დიპმისიას ბაჰრეინიც წყვეტს

ერ-რიადთან ერთად ირანთან დიპმისიას ბაჰრეინიც წყვეტს

14საუდის არაბეთის შემდეგ ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას ბაჰრეინიც წყვეტს. როგორც მედიის მინისტრმა ისა ჰამადმა განაცხადა, ირანელ დიპლომატებს 48 საათი მიეცათ ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად.
უკანასკნელი ხნის განმავლობაში ბაჰრეინი თეირანს ბაჰრეინელი შიიტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომლებიც მმართველი სუნიტური პარტიის ოპოზიციაში არიან.
საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გუშინ, კვირას გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ირანში საუდის საეჩოს დაესხნენ თავს.
საუდის არაბეთი მთავარი სუნიტური ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში. ირანში შიიტები მართავენ ქვეყანას. ერ-რიადი და თეირანი სირიის და იემენის კონფლიქტებში საპირისპირო მხარეებს წარმოადგენენ.

საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, როცა შიიტი წინამძღოლი და მისი თანმხლები 45 ადამიანი საუდიში სიკვდილით დასაჯეს.

გუშინ ირანის დედაქალაქ თეირანში საუდის მთავრობის მიერ შიიტელი წინამღძვრის ნორმა ბაკრ ალ-ნორმას სიკვდილით დასჯის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა.
საუდის არაბეთის საელჩოს მომიტინგეებმა მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, რომლის შედეგადაც შენობის ნაწილი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ნაწილები დაგვიანებით მოვიდნენ.
ირანელების აღშფოთება ალ-ნორმას სიკვდილით დასჯამ გამოიწვია, რომელსაც საუდის არაბეთის მთავრობამ ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში დასდო ბრალი. მასთან ერთად სიკვილით 46 ადამიანი დასაჯეს შაბათს.

წინამძღვარი, რომელსაც შეიხ ნიმრს ეძახდნენ, 2011 წლიდან გახდა ყველასთვის ცნობილი, მაშინ, როცა მან შიიტების ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს მხარი დაუჭირა. 2012 წელს ის დააპატიმრეს – სასამართლოზე მის წინააღმდეგ გამოთქმული პოლიტიკური ბრალდებები მას არ უარუყვია, თუმცა, თქვა, რომ მას არასდროს ქონია იარაღი და არასდროს მოუწოდებია ძალადობისკენ.
საუდის არაბეთის ძირითადი მოსახლეობა სუნიტები არიან. მეზობელ ირანში კი, პირიქით, უმრავლესობას შიიტები წარმოადგენენ. ორ სახელმწიფოს შორის რელიგიურ ნიადაგზე ყოველთვის დაძაბული სიტუაცია იყო.

საუდის მოქმედებამ არა მხოლოდ ირანში გამოიწვია პროტესტი.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შაბათსვე გამოთქვა მწუხარაბა მომხდარის გამო.
გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით, ის ღრმად შეძრულია შეიხის სიკვდილით დასჯის გამო..
თვითონ სამეფოშიც კი დაიწყო გამოსვლები პროტესტის ნიშნად. საუდის არაბეთში პროტესტის გამოხატვა და შეკრება კანონით იკრძალება – გუშინ სამეფოს სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

შეიხი ნირმი ძალიან გავლენიანი წინამძღვარი იყო – ის შიიტების უფლებებს იცავდა საუდის არაბეთში და ყოველთვის ცდილობდა რელიგიათაშორის წარმოქმნილი უთანხმოებები მოეგვარებინა.
როცა მისი სიკვდილით დასჯის შესახებ გამოაცხადა საუდის არაბეთმა, ირანმა პროტესტი გამოთქვა, ამიტომ, შეიხის დასჯის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა მოსალოდნელი იყო.
გუშინ ირანმა საუდის თეირანში წარმომადგენელი გამოიძახა, რომ მისთვის ოფიციალური პროტესტი გადაეცა ალ-ნორმას დასჯასთან დაკავშირებით .

პროტესტს გამოთქვამენ ასევე პერსიის ყურის სხვა ქვეყნები. ისინი ერთმანეთს მოუწოდებენ ქუჩებში გამოვიდნენ და “სახელმწიფო ტერორიზმის” წინააღმდეგ გაილაშქრონ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილმა დამატებითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად დავალებები გასცა
შემდეგი სტატიამოსკოვი ბაჰრეინის და ირანის შერიგებას შეეცდება