ერ-რიადი კატარს ძალის გამოყენებით ემუქრება თუკი ის რუსულ С-400-სს შეიძენს

საუდის არაბეთი კატარს სამხედრო მოქმედებებით ემუქრება, თუკი ის რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-სს შეიძენს – 2 ივნისს Reuters-ი ავრცელებს.
ერ-რიადმა შეშფოთება გამოთქვა მოსკოვისა და დოჰას მოლაპარაკებების გამო. საუდის არაბეთი მზად არის “ყველა საჭირო ზომა” მიიღოს, რომ კომპლექსის განთავსება არ დაუშვას, კერძოდ, კი, მზად არის მიიღოს “სამხედრო ზომები” – Le Monde-ი საფრანგეთის პრეზდენტის ემანუელ მაკრონის სახელზე ერ-რიადიდან გაგზავნილი წერილზე დაყრდნობით წერს.
2017 წელს კატარმა დიდ ბრიტანეთთან ხელი მოაწერა 24 გამანადგურებელი Typhoon-ის შესყიდვას, გარდა ამისა, დოჰა პარიზს მოელაპარაკა თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებზე.

2017 წელს საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ეგვიპტემ და ბახრეინმა კატართან დიპლომატური ურთიერთობები გაწყვიტეს და მას ტერორიზმის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი. მათ ქვეყანას 13 პუნქტიანი მოთხოვნები წაუყენეს, მათ შორის, ტელეკომპანია “ალ-ჯაზირას” დახურვა.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამკაციანი ნდობის ჯგუფი, რომელიც შეხვდება შსს-ს წარმომადგენლებს