ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს, რომ ტატუნაშვილ-ოთხოზორია-0გინტურის მკვლელები სათანადოდ დაისაჯონ.
ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანების უფლებების მდგომარეობა და ბუნებრივია, ჩვენ ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ძალიან სამწუხარო მოვლენებს აქვს ადგილი, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება ოკუპაციას. ყველა უწყება პასუხისმგებელია, რომ დაიცვას სახელმწიფო ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რომ ადამიანებმა, ვინც ჩაიდინეს მკვლელობა და ადამაინის უფლებები შელახეს, მათ აგონ პასუხი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ამ პასუხისმგებლობის მექანიზმი, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომელიც მის ხელთაა, რომ ამ ადამიანების პასუხისმგებლობა დადგეს”, – ამბობს იოსელიანი.