ექვსი თვის თავზე უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ – ჩხუბი უნდა დამთავრდეს – ხვიჩია

დავასკვენი, რომ ოპოზიციის ნაწილს პროპორციული არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები გვაწუხებს, “ნაციონალურ მოძრაობას” აწუხებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხი – ეს ორი საკითხია, რომლის მიმართ გამოკვეთილი ინტერესი ჩანს პოლიტიკურ პარტიებში , – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ოპოზიციას რაც აწუხებს, ამის მიხედვით უნდა განხორციელდეს სამოქმედო გეგმის ფორმირება.

კითხვაზე, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება სააკაშვილის საკითხზე გადის თუ არა, ხვიჩია პასუხობს, რომ მისი აზრით, „კი“.

„იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია, ის მოთხოვნები შევასრულოთ, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის ნაწილში და ეს აღიაროს ოპოზიციამ, თუ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, რადგან სააკაშვილი ციხეში არის დაძაბულობის წყარო. ამიტომ მე ვთავაზობდი ჩემს კოლეგებს, რომ გვქონდეს პროპორციული არჩევნები. ზოგადად უნდა ვიცოდეთ ამ პროცესში რა მიგვაჩნია, რომ ექვსი თვის თავზე იყოს გაკეთებული, ერთი უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და მეორე – ამ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ. ეს იცით, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაიჭირეს. კოლეგების სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ და ამაზე ვსაუბრობთ. ჩხუბი უნდა დამთავრდეს, მივხვდი, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ამ ჩხუბს არ დაასრულებს, “ქართულ ოცნებას” ისედაც არ უნდა ჩხუბის დასრულება , “- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოავლინეს უცხოელების, კერძოდ რუსების ლეგალიზაციის უკანო არხი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა მთავრობის სხდომა, სადაც განხილულ იქნა „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი