„ექსპო ჯორჯიასთან“ „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ აქტივისტები აქციას მართავენ

„ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს. „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილი არიან მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,„ ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენების შემოქმედია“. ამასთან, ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა მათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – მთელი საზოგადოება დარწმუნდება, რომ თუკი ვინმე მოლაპარაკებების მაგიდასთან იყო კონსტრუქციული, ეს იყო „ქართული ოცნება“
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი ივანიშვილზე – ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დასჭირდება მისი შემწეობა