“ექსპო ჯორჯიაში” გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს

გახარიას პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია „ექსპო ჯორჯიას“ შენობაში მიმდინარეობს.

როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური აღნიშნავს, პარტიის პრეზენტაციისას გიორგი გახარია პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ამასთან, პარტია მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, არჩევნებში.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას გიორგი გახარია საზოგადოებას გუნდის წევრებს წარუდგენს.

 

 

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“ექსპო ჯორჯიასთან” დაპირისპირებისას დაშავდა აქტივისტი
შემდეგი სტატიაპოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის” თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს