ექსპერტთა დასკვნა – მიხეილ სააკაშვილი დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ წამებას

ალტერნატიული კომისიის ექსპერტთა ჯგუფმა ცენტრ ემპათიასთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ პენიტენციური სისტემის მხრიდან წამების ფაქტზე განხორციელებულ ექსპერტიზაზე მუშაობა დაასრულა.

კომისიაში შემავალი 7 ექიმი მუშაობდა და დასკვნაში ასახულია როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარის თქმის ფაქტი და ექიმებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის დამალვის მცდელობა, ასევე გლდანის ციხეში გადაყვანისას მესამე პრეზიდენტისადმი განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.

“აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნისას დაექვემდებარა სხვადასხვა სახის ღირსების შემლახავ მოპყრობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო მე – 18 – ე დაწესებულებაში გადაყვანისას დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ წამებას, ასევე ფიზიკურ წამებას და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენციის მცდელობას, რამაც პაციენტს უარი ათქმევინა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს და საჭიროებს დაუყოვნებელ ზომებს, პაციენტის სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სახით. ამავდროულად, ზეწოლის ფაქტების ინტენსივობისა და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რაც შიმშილობის ხანგრძლივობასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში აისახება, და მიზნად ისახავს პოლიტიკურ შურისძიებას, მიხეილ სააკაშვილის დისკრიმინაციასა და საზოგადოების დეზინფორმირებას, მივიჩნევთ, რომ კანონდარღვევები და ძალადობის გამოყენებული მეთოდები, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება” ნათქვამია დასკვნაში, რომელიც დღესვე გადაიგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

წინა სტატიაშიპირობა დავდოთ, შენ წადი პარლამენტიდან და პოლიტიკიდან თუ დაამტკიცებ კორუმპირებულობას მე წავალ შსს-დან
შემდეგი სტატია„ემპათია“ – პირველხარისხოვან ამოცანად მიგვაჩნია სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური წამების შეწყვეტა და მისი სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა