ექსპერტიზის დასკვნები არსებობს შესრულებულ სამუშაოზე, თუმცა მოხდება დაზუსტება თუ რამ გამოიწვია ნგრევა – “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორი

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” შესრულებულ სამუშაოზე ექსპერტიზის დასკვნები არსებობს. თუმცა მამუკა კობახიძე ამბობს, რომ დღევანდელი შემთხვევის შემდეგ, დამოუკიდებელი ექსპერტების საშუალებით დადგინდება რამ გამოიწვია ჭერის ჩამონგრევა:
“ქვედა ვესტიბიულის ჩამოქცევა მოხდა, შეკიდული ჭერი იყო, დაახლოებით 10 საათსა და 22 წუთზე. 7 ადამიანი იყო ბაქანზე და კიდეცვ ორ ადამიანზე ვრცელდება, რომ არის დაზიანება, მსხვერპლი არ მოჰყოლია ამ ყველაფერს, თუმცა ორი ადამიანის დაზიანება არის შედარებით მძიმე, დანარჩენი ადამიანების მსუბუქი.დღეს დაკეტილია მეტროსადგური “ვარკეთილი”, მატარებლის მოძრაობა მოხდება სამგორი – ახმეტელის მიმართულებით და ეხლა კრიმინალური სამსახური აკეთებს თავის სამუშაოს და შესაბამისად, როდესაც გვქნება უკვე საშუალება დავიწყებთ დასუფთავებას ვესტიბიულის.
დამოუკიდებელი ექსპერტიზა განახორციელებს, როგორც ვარკეთილის ისე ახმეტელის დათვალიერებას,ს ადაც განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამის შემდეგ უკვე გვექნება კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებთან
ექსპერტიზის დასკვნები არსებობს შესრულებულ სამუშაოზე, თუმცა მოხდა ეს ფაქტი და დამოუკიდებელი ექსპერტების მიხედვით მოხდება დაზუსტება თუ რამ გამოიწვია და ეს იყო ამ კომპანიის ბრალი თუ სხვა” განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ნადირაძე – ყველა სარემონტო სამუშაო, რომელიც აქამდე მეტროპოლიტენში ჩატარებულა, თავიდან უნდა გადაიხედოს