ექსპერტის თქმით, რუსები იძულებულნი არიან გამოიყენონ X-22 რაკეტები, რომლებსაც აქვს დიდი სიმძლავრე, მაგრამ სიზუსტის სერიოზული პრობლემები

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმები გააძლიერეს, თუმცა დაიწყეს რაკეტების მოძველებული მოდელების გამოყენება, რომლებსაც აქვთ სიზუსტის სერიოზული პრობლემები – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვლადისლავ სელეზნევმა OBOZREVATEL-თან ინტერვიუში განაცხადა.

ექსპერტის თქმით, რუსები იძულებულნი არიან გამოიყენონ X-22 რაკეტები, რომლებსაც აქვს დიდი სიმძლავრე, მაგრამ სიზუსტის სერიოზული პრობლემები. მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს რაკეტები გაუმკლავდნენ რუსეთის ფედერაციის მთავარ ამოცანას – ინფრასტრუქტურის განადგურებას.

ექსპერტს მაგალითისთვის მოჰყავს 16 მაისის სარაკეტო დარტყმა, რომელიც მიმართული იყო დნესტრის შესართავთან, სარკინიგზო ხიდისკენ, თუმცა რაკეტა რეკრეაციულ კომპლექსში ჩამოვარდა.

banner
წინა სტატიაშიკრაინელმა სამხედრო მფრინავებმა, სიცოცხლის რისკის ფასად აზოვსტალის ტერიტორიაზე მედიკამენტებისა და პირველადი დანიშნულების საგნების ჩატანა რამდენჯერმე შეძლეს – ბილეცკი
შემდეგი სტატიაცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 16- დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა