ექსპერტის ჩვენების მიხედვით, ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა დამონტაჟებულია

ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასაამრთლოში მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.

სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმე, ექვსი ექსპერტი დაიკითხა, მათი საექსპერტო დასკვნების მოხედვით, სპეცოპერაციის ვიდეო კარდებში გასროლა ვერტიკალური მიმართულებით ქვემოდან ზემოთ ხდებოდა და ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა დამონტაჟებულია.

ექსპერტ ნათელა მძელურის თქმით, შოთა გორგაძეს ერთი ტყვია თითქმის მიბჯენით აქვს მოხვედრილი, დაცვის მხარე ექსპერტების დასკვნებს მყარ მტკიცებულებად არ მიიჩნევს.

პროკურის დავით ნეფარიძის თქმით, ექსპერტების დასკვნებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სპეცოპერაციის იმიტირება მოხდა.

“დაგინდა, რომ შოთა გორგაძის ტანსაცმელზე გასროლების კვალი იყო დარჩენილი, ერთი გასროლა განხორციელებული იყო თითქმის მიბჯენით, სხვა ტყვიების გასროლის მაქსიმალური მანძილი კი მეტრ ნახევარი. ეს დასკვნა უსაფუძვლოს ხდის დაცვის მხარის ვერსიას, რომ ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლებს. ასევე დაიკითხნენ ექსპერტ ჰაბიტოსკოპები, მათ კვლევა ჩაატარეს ვიდეო ჩანაწერზე და ესქპერტებმა მიუთითეს, რომ კადრებში დაფიქსირებულ პირებს შორის იმყოფებიან დავით ახალაია, გიორგი დგებუაძე , გიორგი მაზმიშვილი და ა.შ ასევე ექსპერტებმა მიუთითეს, რომ სროლები, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ჩანს, ხორციელდება არა კონკრეტული მიზნის მიმართულებით, არამედ ჰაერში, ანუ ჰაერში სროლებით შერბიან ეს პირები ნავთლუღის ბაზარის ტერიტორიაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას შემდეგ რაც მოხდა კონკრეტული პირების ლიკვიდაცია და მათთან იარაღების დალაგება, ამის შემდგომ მოხდა იმიტირებული სცენის გათამაშება, თითქოს სპეცოპერაცია ტარდებოდა”, – განაცხადა დავით ნეფარიძემ.

ე.წ ნავთლუღის სპეცოპერქციის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი აქვთ წაყენებული დავით ახალაიას და გიორგი დგებუაძეს იგივე მასტერას, საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 12 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიერაყი თურქეთს სამხედრო კონფლიქტით ემუქრება
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანი: იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის მაფია და ამ ხალხს არაფრად არ ვთვლი