ექსპერტი: უროს ტარზე ძირითადად მაგდა პაპიძის გენეტიკური პროფილი გამოვლინდა

მაგდა პაპიძის პროცესზე იკითხება ექსპერტი, რომელმაც დნმ-ის კვლევა ჩაატარა. სამხარაულის ექსპერტის დიანა მალხაზოვას ჩვენებით, გენეტიკურ სეროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, უროზე 3 ადგილას აღმოჩენილი სისხლის ლაქები ომარ ქაფიაშვილის გენეტიკურ პროფილს განეკუთვნებოდა. ამავე უროს ტარის ზედაპირზე საერთო ანაწმენდის აღება მოხდა, სადაც შერეული გენეტიკური მასალა აღმოჩნდა.

მისი თქმით, უროს ტარზე ძირითადად პაპიძის გენეტიკური პროფილი გამოვლინდა, თუმცა მცირე რაოდენობით იყო ომარ ქაფიაშვილის ბიოლოგიური მასალაც.

“იმ ტანსაცმელზე, რომელიც ომარს გარდაცვალების დღეს ეცვა აღმოჩნდა სისხლი, რომელიც განეკუთვნებოდა ომარ ქაფიაშვილის დნ-ს. თორნიკეს ტანსაცმელიდან აღებული დნმ-ის ნიმუშები განეკუთვნებოდა თორნიკე და ომარ ქაფიაშვილების გენეტიკურ პროფილს. სისხლი მხოლოდ თორნიკეს მაისურზე ამოვიდა, რომელიც შერეული პროფილის აღმოჩნდა. მამის და შვილის სისხლის თანამონაწილეობა იყო. მაგდა პაპიძის ტანსაცმელზე, რომელიც შემთხვევის დღეს ეცვა, ომარ ქაფიაშვილის გენეტიკური მასალა სისხლი აღმოჩნდა. ოთახში ჟურნალის მაგიდის ქვეშ, დერეფანში, სადარბაზოს წინ გვამების მიმდებარედ, ავტომანქანის საბურავზე და კარნიზზე ანაწმენდები ომარ ქაფიაშვილის სისხლს განეკუთვნებოდა. ნაგვის ურნიდან ამოღებულ თითქმის ყველა ნივთზე, ომარ ქაფიაშვილის სისხლი აღმოჩნდა. გამონაკლოსი იყო ერთადერთი ნივთი, რომელზეც მაგდას და ომარის შერეული გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა. ავტომანქანის სალონში მხოლოდ მაგდას და თორნიკეს დნმ აღმოჩნდა”-განაცხადა ექსპერტმა.

რაც შეეხება, რატომ არ აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის დნმ დივნის გადასაფარებელზე და იატაკის ტილოზე, ექსპერტის განმატებით დნმ-ის კვალი შეიძლება გაწმენდით, ქიმიური ხსნარით წაშლილიყო. ნაგვის ურნაში აღმოჩენილ სველ ხელსახოცებზე კი საკმარისი დნმ, რომელიც კვლევისთვის გამოდგებოდა არ აღმოჩნდა.

ექსპერტის განმარტებით, გენეტიკური პროფილის განსაზღვრისათვის ძალიან მცირე რაოდენობის დნმ-ც საკმარისია. დნმ-ის განსაზღვრა შეიძლება სისხლიდან ნერწყვიდან ოფლიდან. დნმ კი კონკრეტულ პირს მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი პროფილის აქვს, რომელიც არ მეორდება. ექსპეტმა ასევე აღნიშნა, რომ მაგდა პაპიძის ფრჩხილებიდან აღებულ ნიმუშებში თავად ბრალდებულის და ომარ ქაფიაშვილის გენეტიკური პროფილი გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს „საჰაერო ტაქსმა“ ინგირის ადმინისტრაციული ერთეულის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზესაცდელი ფრენა განახორციელა
შემდეგი სტატიაჟირინოვსკი კმაყოფილებას ვერ მალავს