ექსპერტი: “საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას, დღგ-ს მაღალი გადასახადი იწვევს”

აქვთ, თუ არა ქართულ სუპერმარკეტებს ნამდვილად იმხელა მოგება, როგორზეც ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” მთავრობა საუბრობს? – მონაცემები გამოცემა BM.GE-იმ დათვალა და დაადგინა, რომ 10 ძირითადი ქსელის საშუალო მოგების მარჟა 1.5% – ისევე როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაშია.

ჩნდება კითხვა საკვები პროდუქტების სიძვრის მიზეზი მხოლოდ ბიზნეს ინტერესების ბრალია, თუ არსებობს სხვა მიზეზიც, მაგალიტად 18%-იანი დღგ – ფასნამატი, საიდანაც წილი ისევ ბიუჯეტში შედის.

საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი, მირანდა მანჯგალაძე განმარტავს, რომ ევროპაში საკვებ პროდუქტებზე დღგ საშუალოდ 0-დან 7%-მდე მერყეობს, საქართველოში კი ძალიან მაღალი 18%-იანი დღგ-ს განაკვეთია.

მისი თქმით, თუ სახელმწიფო აუცილებლად მოხმარებად საკვებ პროდუქტებზე დღგ-ს განაკვეთს დააკლებს, ამით პროდუქტი გაიაფდება, სანაცვლოდ შესაძლებელია დაკლებული დღგ-ს დაკომპენსირება სხვა ისეთი პროდუქტებიდან, რომელიც საარსებოდ მნიშვნელოვანი არ არის, მაგალითად თამბაქო და სიგარეტი.

“კობახიძემ უკვე თქვა, რომ მისი მთავრობა ამ მხრივ დათმობაზე არ წავა.
ფასნამატის მარჟა, რომელიც 86%-ია და ახსენებს თავის ვიდეო მიმართვაში, იქ უნდა იყოს რიგი დარღვევები იმიტომ, რომ 86%-ი ამ ინდუსტრიისთვის, სწრაფად მბრუნავ პროდუქტებზე, ძალიან მაღალი ფასნამატია, რომელიც პროდუქტის ფასს ძალიან მაღალს წარმოაჩენს დახლზე, რომლის შესყიდვასაც ვფიქრობ მომხმარებელი ვერ შეძლებს. ანუ, რითეილერს, საცალო მევაჭრეს კონტროლი ჰყავს მომხმარებელი. ამიტომ, 86%-ში ფასნამატი არის, ასეთი გამოთვლის ხერხი არსებობს – გასაყიდ ფასს გამოკლებული თვითღირებულება გაყოფილი თვითღირებულებაზე – თვითღირებულება როგორ არის დათვლილი? ხომ არ შედის თვითღირებულების რომელიმე კომპონენტი ამ 86%-იან მარჟაში, რომელიც ასე დიდ ციფრად გვეჩვენება.
ერთ-ერთი მაღალი დღგ-ს განაკვეთი აქვს, ეს არის 18%, საშუალოდ მერყეობს 0-დან 7%-მდე საკვებ პროდუქტებზე ევროპაში. რატომ გამოვყოფ საკვებ პროდუქტებს – საკვებ პროდუქტებზე დაბალი დიფერენცირებული დღგ-ა, ვინაიდან ის საარსებო წყაროს წარმოადგენს ადამიანებისთვის და დაკომპენსირება, ჩვენ გვესმის რომ სახელმწიფოს სჭირდება ბიუჯეტი, რომ მოხმარდეს თუნდაც ჯანდაცვას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სკოლებს და ა.შ., რომ მოხდეს კომპენსირება, თუ გარკვეულ საკვებ პროდუქტებზე დაიკლებს დღგ-ს განაკვეთი და იტყვის სახელმწიფო, რომ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენ მოქალაქეებზე, ა ბატონო დავაკელით კარაქზე პირობითად და 3%-ს ავიღებთ 18%-ის ნაცვლად, პურზე 0% იყოს იმიტომ, რომ საარსებოდ მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში მთავრობა ტავის წილ პასუხისმგებლობას გამოიტანს და ის დანაკარგი, რომელიც დავუშვათ ამ პურის 18%-დან არ მიიღო, შეიძლება დაკომპენსირდეს ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა ალკოჰოლი და თამბაქო პირობითად,” – განაცხადა საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტმა, მირანდა მანჯგალაძემ.

მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება.

აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქმნის განათლების შესაძლებლობებს
შემდეგი სტატიაბანერის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში ელენე ხოშტარიას პროცესი ბრალდებულის გარეშე