ექსპერტი გია ხუხაშვილი არ ფიქრობს, რომ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებული საქმე განვითარებას პოვებს

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

“იმიტომ, რომ ფულის გათეთრება აბსოლუტური სისულელეა, მამუკა ხაზარაძეზე შეკერილი საქმით შეტევის განხორციელება არ გამოვა, ვფიქრობ, რომ ეს არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ დაგეგმილი საქმეა”, – განაცხადა ხუხაშვილმა “კვირის აქცენტებში”.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” კატასტროფულად კარგავს ამომრჩეველს.

რაც შეეხება ივანიშვილს, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, აღარ არის ლიდერი.

“მე მას ვაფრთხილებდი, რეკომენდაციებს ვაძლევდი რა უნდა გაეკეთებინა, მან არცერთი ნაბიჯი არ გადადგა რასაც ვთავაზობდი”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ამასთან, ექსპერტის თქმით, “ქართული ოცნება” არც არასოდეს ყოფილა ერთიანი გუნდი, ერთადერთი მათ ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირება აერთიანებდათ.

“ახლა ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითი დაიმსხვრა, დაამსხვრია იმან, რომ პირველ ტურში მან თავის თავზე აიღო არჩევნები და ფიასკო განიცადა, არითმეტიკულად მან არჩევნები წააგო, შემდეგ მოხდა ანტიმიშას გააქტიურება მაქსიმალურად, შედეგი ფაქტობრივად მოიტანა ირმა ინაშვილმა, არჩევნები მოიგო არა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ირმა ინაშვილმა, პირობითად ვამბობ, რამაც მისი უძლეველობის მითი დაამსხვრია”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავტომანქანის ქურდობის ფაქტი აღიკვეთა
შემდეგი სტატიაიურიდიული კომიტეტი დავით მათიკაშვილისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დაკისრებაზე დღეს იმსჯელებს