ექსპერტების მოსაზრებით, ინდოეთში გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურ მონაცემებშია

ინდოეთი საგანგაშო მდგომარეობა

ინდოეთში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობა ყველა რეკორდს ხსნის, გარდაცვლილთა კრემაციას ვერ ასწრებენ.

ექსპერტები ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მასშტაბების შეფასებას ცდილობენ.

18-დან 25 აპრილის განმავლობაში ინდოეთში კოვიდ-19-ით, 2,24 მილიონი პირი დაინფიცირდა. ასეთი მაჩვენებელი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. ოფიციალურად, იმავე პერიოდში 16 257 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის მანძილზე 360 ათასი ადამიანი დაავადდა კორონავირუსით. 3 293 კი – გარდაიცვალა. სულ კი, ინდოეთში 18 მილიონი პირი დაავადდა, 200 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

მიუხედავად შოკისმომგვრელი მონაცემებისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალურად სურათი უარესია. დამკვირვებელთა თქმით, გარდაცვალების მიზეზად ინდოელი ექიმები პაციენტის ქრონიკულ დაავადებას წერენ. გარდა ამისა, გარდაცვლილთა ოფიციალურ მონაცემებსა და კრემიერებულთა რაოდენობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, ეს განსხვავება 5-30-ჯერ მეტი იყოს – ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს. გარდა ამისა, ქვეყნის ბევრ რეგიონში გარდაცვალების რეგისტრაციის სისტემა საერთოდ არ არსებობს. გარდაცვალების მიზეზის როგორც წესი არ იკვლევენ. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ექსპერტებს აფიქრებინებთ იმას, რომ სინამდვილეში გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია არის ის, რომ საავადმყოფოებს მიღმა გარდაცვლილებს არ აღირცხავენ.

banner
წინა სტატიაშიფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპორტული შლემების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა
შემდეგი სტატიადღეს გერმანიაში მილიონი ადამიანი აცრეს