ექსპერტები ვაშლიჯვარზე – მეწყერი არსად გამჩერებელი არაა, ყველა სამუშაო უნდა შეჩერდეს

წინასწარი შეფასებით, ნახევარი კუბური მეტრი მიწის ფართობი ვაშლიჯვრის ფერდობს უკვე მოწყვეტილია, ადგილზე ნაპრალების რაოდენობა ყოველ დღე იმატებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ადგილზე მძიმე ტენქინიკს მუშაობას, უხვ ნალექსა და მცირებალიან მიწისძვრას შეუძლია მოწყვეტილი მიწის ფართობი ცენტრალურ გზაზე ჩაიტანოს.

სპეციალისტები შესაბამისი ზომების დროულად მიღებას ითხოვენ.

“საფრთხე არის, ის არსად გამჩერებელი არაა, წამოვა ქვევით გრავიტაციით, ქვევით როდესაც მოდის სად წავა, რადენი წავა, გზგაზე გაჩერდება, გადმოვა, ეს ყველაფერი არის მონიტორინგის ამბავი. ყველანაირი, ყველა სახის სამშენებლო საქმიანობა უნდა გაჩერდეს და ნებისმიერი წყარო ვიბრაციისა უნდა აღიკვეთოს, რადგან ეს დამატებით არის პრობლემა”, – თქვა დედამიწის შემსწავლელ ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ.

სეისმოლოგ, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, მოწყვეტილი ბლოკი გადაადგილდება და ის დინამიკაშია.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – ეროვნული ამოცანაა ქვეყნისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას
შემდეგი სტატიათაზო დათუნაშვილი – საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ჩავალთ