ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინაში ომის ფონზე რუსეთი მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის მეექვსე ადგილს დაკარგავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინის ომის ფონზე რუსეთი მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის მეექვსე ადგილს დაკარგავს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მასალებშია ნათქვამი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს გლობალურ ეკონომიკაში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის წილი 2,52%-მდე შემცირდება, ხოლო ინდონეზიის 2,61%-მდე მოიმატებს. მოსალოდნელია, რომ რუსეთის მშპ წელს 8,5%-ით, მომავალ წელს კი 2,3%-ით შემცირდება.

ასევე მოსალოდნელია, რომ რუსეთის მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტი 2,72%-მდე შემცირდება, რითაც რუსეთი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში მეექვსე პოზიციას დაკარგავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასევე მიუთითა, რომ რუსეთის ეკონომიკის წილმა პიკს 2008 წელს, 3,68%-იანი მაჩვენებლით მიაღწია.

banner
წინა სტატიაში128-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა რუსების ტანკი T-72 გაანადგურეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს