ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის მომატება პოზიტიურ გავლენას მოახდენს ზოგადად ავადობასა და გავრცელების სიხშირეზე

წინა ვირუსების გამოცდილებას თუ გადავხედავთ და დაავადების კონტროლის ევროპული ცენტრიც ამბობს, რომ ამინდის გავლენა იქნება უდაოდ პოზიტიური კორონავირუსთან, მაგრამ ის შესაძლოა, არ იყოს 100 %-ი ინფექციის გაქრობის შეაძლებლობა, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის მომატება პოზიტიურ გავლენას მოახდენს ზოგადად ავადობასა და გავრცელების სიხშირეზე. საერთოდ, მაღალი ტემპერატურა და მზის სხივები ჩვენ ვიცით რომ ძალიან მოქმედებს კორონავირუსზე, მის დაღუპვას იწვევს, ასევე დაბალი ტენიანობა. ამიტომ, რაც უფრო მეტად მოიმატებს ტემპერატურა და სტაბილურად იქნება 25 გრადუსი და მეტი და ტენიანობა დაიწევს, ზედაპირებზე გადარჩენილი კორონები ვეღარ გადარჩებიან და ვირუსი ადამიანიდან ადამიანს აღარ გადაეცემა“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე: „ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდ და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის სააკაშვილს
შემდეგი სტატიადღეს გახდება ცნობილი, გაათავისუფლებენ თუ არა „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს