ექსპერტები პარლამენტში ელჩების მოწოდებას აფასებენ

ექსპერტები დროულ და საჭირო შეფასებად მიიჩნევენ ფადი ასლის კრიტიკულ წერილს, საქართველოში აშშ–ს ელჩის კელი დეგნანისა და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰალცერის მიმართ, რომ ევროკავშირისა და აშშ ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა ოპოზიციაზე, აღიარონ გაყალბებული არჩევნები პარლამენტში შესვლით, უსამართლობაა.

“რასაც დასავლელი პარტნიორები აკეთებენ, არის უსამართლობის წახალისება, ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ შედით პარლამენტში და შიგნიდან იმუშავეთ, გეგონება მარსიდან არიან ჩამოვარდნილები და არ იციან, რომ პარლამენტში შესვლა ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმისთვის დემოკრატიული ფასადის გაფორმებას, არაფერს სხვას, არანაირი როლი ოპოზიციას პარლამენტში არ გააჩნია, შედით პარლამენტში ნიშნავს, რომ ჩვენ თავის ტკივილი მოგვიხსენით და მერე კისერიც გიტეხიათ”, – ამბობს ზაზა ბიბილაშვილი, პოლიტიკური ფონდის “ჭავჭავაძის ცენტრი” დამფუძნებელი.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიამთავრობა: ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება