ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საქმე მაღალჩინოსნებამდე მივიდეს – კორუფციული სქემები თბილისის მერიაში

თბილისის მერიის ლაბორატორიის თანამშრომლის დაკავების შემდეგ, კორუფციის მკვლევარები არც მერიის სხვა მაღალჩინოსნების დაკავებას გამორიცხავენ. ქეთევან ენუქიძე პირდაპირ ამბობს, რომ აქცენტი სამიანისტროებიდან უკვე მერიაზე გადავიდა და შესაბამისად, ამან შეიძლება “პირამიდის მწვერვალამდეც” მიაღწიოს.

ნელ-ნელა უკვე მერიაზე გადავიდა აქცენტები სხვადასხვა სამინისტროებიდან და ინფრასტრუქტურის თემა ყოველთვის მძიმე თემა იყო, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ფული სწორედ ამ სფეროში ტრიალებდა და მე ვფიქრობ, რომ მერიის მაღალჩინოსნების მიმართ ეტაპობრივად და სავარაუდოდ, პირამიდის მწვერვალამდეც შეიძლება, ამან მიგვიყვანოს. ნელ-ნელა გახდება მძაფრი. შეიძლება, გამოიკვეთოს ბევრი ისეთი საქმე, რამაც საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო სტატუსიანი მაღალჩინოსნების პასუხისმგებობის საქმეც დააყენოს, – ამბობს ქეთევან ენუქიძე.

პოლიტიკოსი საბა ბუაძე ამბობს, რომ თავისთავად ის ფაქტი, რომ თბილისის მერიის თანამშრომელი კორუფციის ფაქტზე დააკავეს, ცხადყოფს, რა მაშტატების კორუფცია შეიძლება, იყოს კალაძის უწყებაში. მისი თქმით, ვიდრე კალაძე და მისი მოადგილე კორუფციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხებს არ გასცემენ, გამოძიებებს მხოლოდ პოლიტიკური შოუს ფორმა იქნება.

მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლის დაპატიმრება კორუფციული ფაქტის გამო, რასაკვირველია, არ გამორიცხავს იმას, რომ მართლა ჰქონდა კორუფციას ადგილი, მაგრამ ის კორუფცია, რომელიც თბილისის მერიაშია, არის მრავალი ასეული მილიონი და მილიარდი ლარის ღირებულების. ამ კორუფციის სათავეში არის კახა კალაძე და იქამდე, სანამ კალაძის და მისი ყოფილი მოადგილის და ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის წინააღმდეგ არ დაიწყება ამ კითხვების დასმა, იქამდე ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ ერთგვარი პოლიტიკური შოუს ნაწილი, – ამბობს საბა ბუაძე.

კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ გასარკვევია, კორუფციის გამო, რამდენი პროექტი განხორციელდა ხარვეზებით და რა საფრთხის წინაშე დგანან დედაქალაქის მცხოვრებლები.

მიწის ქვეშ გაყვანილი ნებისმიერი კომუნიკაციის ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამან შეიძლება, საფრთხე შეუქმნას შენობა-ნაგებობებს. ასევე გამაგრებები, სევე ამხანაგობის მიერ განხორციელებული პროექტები, ეს იქნება ლიფტები და სახურავები, კანალიზაცია, წყალი, წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი, შესაძლებელი არის, რომ იყოს უხარისხო და ამის დოკუემნტაცია იყოს გაყალბებული იქიდან გამომდინარე, რომ დაიჭირეს თანამშრომელი, რომელი ამას აკეთებდა. ახლა გასარკვევია, ამ თანამშრომელს კიდევ რამდენ ასეთ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი, – ამბობს ბესიკ დონაძე.

სუს-ი თბილისის მერიაში კორუფციულ სკანდალზე ალაპარადა. დაკავებულია მერიის ლაბორატორიის თანმშრომელი.

სუს-ი ამტკიციბს, რომ მერიის მაკონტროლებელი გარიგებაში შევიდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

ამჯერად საქმე ეხება მუხიანში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას. მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ნახევარ მილიონზე მეტის ღირებულების პროექტზე კალაძის უწყებამ შესაბამისი ზედამხედველობა არ განახორციელა და ბიუჯეტმა ზარალი მიიღო.

banner
წინა სტატიაში“საქმეში არ არსებობს არცერთი დაზარალებული” – კახა კალაძე ქიმიური ნივთიერების სკანდალზე
შემდეგი სტატია“ამერიკელები იფიცებიან, რომ თუ ტრამპი რამეზე დათანხმდება, ეს ურყევი იქნება” – იური უშაკოვი