ექსკლუზივი:რომან გოცირიძე ივანიშვილს ამბასადორში იბარებს

gociridze

ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ „თაიმერთან“ საუბარში განაცხადა, რომ 24 სექტემბერს სასტუმრო „ამბასადორში“ 12 საათზე აწყობს „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროგრამების შედარებით ანალიზს და იწვევს ყველა მსურველს.
– რატომ 24 სექტემბერს? როგორც ცნობილია, ამ დღეს ბიძინა ივანიშვილი აწყობს თავის მორიგ ეკონომიკურ ფორუმს, სადაც პარტიების ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებსაც ეპატიჟება. ხომ არ არის ეს დღე სპეციალურად შერჩეული თქვენს მიერ თუ უბრალო დამთხვევაა?
-უბრალო დამთხვევაა, მაგრამ შეიძლება ამაში ღმერთის ხელიც ურევია. ხანდახან ასეთ წვრილმან საკითხებშიც ერევა უფალი. მარადონას რომ ხელით გაატანინა გოლი, საბოლოო ჯამში სამართლიანი იყო. ეკუთვნოდა. „ქართულ ოცნებას“ ხელით და ფეხით რომ გააქვს ავტოგოლები, ამაში ღვთიური ნამდვილად არაფერია. 24 რიცხვი კი შეიძლება გამომაფხიზლებელი აღმოჩნდეს „ოცნებისთვის“. ვეპატიჟები ივანიშვილს „ქართული ოცნების“ პროგრამის განხილვაზე. იქ იხილავს, თუ რა არასერიოზული და უტოპიური გეგმით წარსდგა მისი პარტია საზოგადოების წინაშე.
-იმ დღეს ხომ ფორუმი აქვთ?
ვიყავი მაგ ფორუმზე ორჯერ. მლიქვნელთა თავყრილობის ადგილია. ფორუმს ესწრებიან ჩინოვნიკები, რადგან რომ არ მივიდნენ, გააგდებენ და ის ადამიანები, რომლებიც ელოდებიან იმათ როდის გააგდებენ, რომ მერე ისინი ჩაანაცვლონ.
-ბიზნესი?
ბიზნესი შეშინებულია.  მივა და იმას იტყვის, რაც არაფორმალ მმართველს ესიამოვნება. ისინი ყოველთვის იყვნენ ხელისუფლების გვერდით და ხვალ როინ ლიპარტელიანის მეკკდევურთა  პარტიაც რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, იმას შეასხამენ ხოტბას. ღირსება სასწორის ერთ მხარეზეა და შიში მეორეზე. როგორც წესი, მეორე გადაწონის. უნდა მორჩეს ბიზნესის ჩაწიხლვა და ადანიანების რეპუტაციის შელახვა.
-„ნაციონალების“ დროსაც ხომ ასე ხდებოდა?
კი, ხდებოდა და არასდროს ეს არ უნდა მოხდეს მომავალში. ჩვენს პროგრამაშიც არის ბევრი პუნქტი ბიზნესის დაცულობაზე და სახელმწიფო წნეხის აღმოფხვრაზე. ეს იყო ჩვენი ხელისუფლების შეცდომა და არასდროს გავიმეორებთ. კარგი იქნება, ივანიშვილის დაბარებულზე თუ სერიოზული, ბევრისთვის ავად თუ კარგად ცნობილი ბიზნესმენები არ გამოცხადდებიან. უფლებების დაცვას პატარა გაბრძოლებაც სჭირდება.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიბლოგერი ანდრია სახურია სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაერდორანმა აშშ ტერორისტებთან კავშირში დაადანაშაულა