ექსკლუზივი: ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

MALXAZ-QUCHLORIAQმიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დასავლეთ საქართველოში დეპუტატის მანდატისათვის მებრძოლი კანდიდატები ოფიციალურად არ დასახელებულა, წინასაარჩევნო ტემპეტარურა კულუარებში იზრდება. “თაიმერმა” ექსკლუზიურად პარტია “ქართული ოცნებიდან” მოიპოვა ინფორმაცია ზუგდიდისა და სამეგრელოს სხვა რაიონების კანდიდატების შესახებ.
 ზუგდიდში “ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატად ზუგდიდელ მალხაზ ქუჩულორიასა და რაიონის გამგებელ ედიშერ თოლორაიაზე კეთდება არჩევანი, რომელმაც ამ უკანსკნელმა დაუდასტურებელი ინფორმაციით უკვე დატოვა თანამდებობა. ქალაქ ზუგდიდში  მაჟორიტარობის კანდიდატად  მალხაზ ქუჩულორია განიხილება  რაიონში კი ედიშერ თოლორაია.

რაც შეეხება მალხაზ ქუჩულორიას  იგი  ე.წ “ფაიფურის” ქარხნის  ყოფილი დირექტორის ვაჟია, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს რეგიონში. ქუჩულორია დღეს თბილისში  ბიზნეს სექტორში მოღვაწეობს. ჰყავს  მეუღლე და სამი ქალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ქართლი ოცნების” დეპუტატის მანდატისათვის იბრძოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე  მერაბ ქვარაია და  გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, თუმცა “თაიმერის” ინფორმაციით, მათი ინიციატივა არ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება ” ნაციონალური მოძრაობას” ქალაქში, სავარაუდოდ, ლევან კონჯარის წარადგენს, ხოლო რაიონში – ლაშა დამენიას. მაგრამ, როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, ქალაქ ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი იყრის კენჭს. მიუხედავად იმისა, რომ სანდრამ, ცოტა ხნის წინ უარყო ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, “თაიმერის” წყარო ამბობს, რომ მან უკვე  მიიღო გადაწყვეტილება კენჭი იყაროს ქალაქ ზუგდიდში. “თავისუფალი დემოკრატების” დეპუტატის მანდატისთვის ირაკლი ჩიქოვანი იბრძოლებს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

რაც შეეხება მარტვილი-აბაშის რაიონს: ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს ზაალ გოროზია, ზაზა გოროზიას ძმა იყრის.ქართული ოცნებიდან სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.გაერთიანებული ოპოციციიდან კი კონსტანტინე გამსახურდია. რაც შეეხება სენაკს- ქართული ოცნებიდან დემურ გადელიას უარი ეთქვა. აქ რამდენიმე ადამინი იბრძვის ქართული ოცნებიდან. ესენი არიან: გურამ მისაბიშვილი და კახა რუსია. რაც შეეხება ხობს აქ კვლავინდებურად გოდერძი ბუკია უპირობო ლიდერია. მისი მეტოქე კი იქნება მამუკა ჭოხონელიძე. ქართული ოცნებიდან ფოთში  სალომე ზურაბიშვილსა და ეკა ბესელია იდება  ფსონი. ნაციონალებიდან კი ვახტაგ დარცმელიძე იქნება, რომელსაც გამარჯვების დიდი შანსი აქვს. წალენჯიხა-ჩხოროწყუ გოგა გილორდავა. ნაციონალური მოძრაობიდან ჯერ უცნობია.ბურჭულაძის პარტიიდან, გავრცელებული ინფორმაციით იქნება გია ხარჩილავა.

banner
წინა სტატიაშინინო დარასელია: “ცენტრ პოინტი” არის კარგი მაგალითი, რა შეიძლება უქნას პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა წარმატებულ ბიზნესს
შემდეგი სტატიაფიზიკური დაპირისპირება გრიგოლიას გადაცემაში