ექსკლუზივი – ზუგდიდში ჩატარებულმა შიდა კვლევამ მმართველი პარტია შოკში ჩააგდო

გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავსნაციონალური მოძრაობა – 36%, „ქართული ოცნება“- 27%.
ზუგდიდში ჩატარებულმა შიდა კვლევამ მმართველი პარტია შოკში ჩააგდო.
არჩევნებამდე ერთი წლით ადრე „ქართული ოცნება“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. „თაიმერი“ უკვე წერდა, რომ პარტიის წევრები გაფრთხილებულნი არიან მუდმივი მზადყოფნის თაობაზე. საგანგებო რეჟიმზეა გადასული „ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც. „თაიმერის“ წყაროს ცნობით, ის პირადად აპირებს საარჩევნო სიისთვის ახალი სახეების შერჩევას. როგორც მმართველი გუნდის კულუარებში ამბობენ, საარჩევნო სიაში ძალიან ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ.
ახალი სახეების შერჩევის გარდა „ოცნებამ“ ხალხის განწყობის შესწავლაც გადაწყვიტა, რასაც საარჩევნოდ ყველა პარტია ატარებს.
მმართველმა პარტიამ შიდა კვლევების ჩატარება სამეგრელოდან დაიწყო. ზუგდიდში ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა „ოცნება“ შოკში ჩააგდო.
მმართველ პარტიასთან დაახლოებული წყარო გვიყვება:
„შიდა კვლევის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა. ზუგდიდში სულ 108 უბანია. აქედან გამოკითხვა 43 უბანში ჩატარდა. ხმები ასე გადანაწილდა : ნაციონალურ მოძრაობას მხარს 36% უჭერს, „ქართულ ოცნებას“ – 27%, ამომრჩეველთა 17% გადაწყვეტილი არა აქვს თუ ვის მისცემს ხმას. 9% სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველია, დანარჩენი გამოკითხულები კი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ“.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ შიდა კვლევის ჩატარების შემდეგ ზუგდიდის სოფლების გამგებლები დაიბარეს და პასუხი მოსთხოვეს თუ რატომ აქვს მმართველ პარტიას ასეთი დაბალი შედეგები.
გამგებლებს თავის მართლება სულაც არ დაუწყიათ, მათ ავად წაუყენეს ზემდგომებს პრეტენზიები. კერძოდ, გამგებლებმა „ოცნების“ და ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებს უთხრეს, რომ პასუხი საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის მოეთხოვათ, რომლებიც მათი განცხადებით, საჯაროდ ტაშს „ოცნებას“ უკრავენ, თუმცა ოჯახის წევრებთან ერთად ხმას ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შიდა კვლევები ზუგდიდის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდა. „თაიმერი შეეცდება მათი შედეგების მოპოვებას.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიგამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს მანდატი, რადგან ეს შეიძლება არის არასწორი ინფორმაცია – კალაძე ჯიშკარიანზე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან პირისპირ შეხვედრას მართავს