ექსკლუზივი- ზუგდიდის მერის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატი წარადგინა

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისი თვეში გაიმართება. “თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი-გეგა შენგელია იქნება. ინფორმაცია “თაიმერს” სანდო წყარომ მიაწოდა. ამ დრომდე შენგელაიას,ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა ეკავა.

ასევე, ,,თაიმერი” ექსკლუზიური ინფორმაციით, კანდიდატი ჰყავს გაერთიანებულ ოპოზიციას. “თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, გიორგი-გეგა შენგელიას მთავარი კონკურენტი ,,გაერთიანებული ოპოზიციიდან” ნიკა მელია იქნება. წყაროს ინფორმაციით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მეუნარგიას ქუჩაზე ,ოფისი უკვე იქირავა.

შეგახსენებთ „საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, თუ მერი გადადგა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, მაშინ რიგგარეშე არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ გადადგა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე – უახლოეს მაისში. ცესკო განკარგულებით დანიშნავს არჩევნებს და დანიშვნიდან 50-ე დღეს უნდა იყოს ჩატარებული არჩევნები

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე თანაგუნდელებს მოუწოდებს გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება დროულად მიიღონ
შემდეგი სტატიაბიზნესომბუდსმენი TBC ბანკის დამფუძნებლებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს