ექსკლუზივი-ზესტაფონის რაიონის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის ბინა გაქურდეს

უჯარმასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია

როგორც  “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, უცნობმა პირებმა საქართველოს შს სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის დავით გიგაშვილის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს, რომელიც მდებარეობს ზესტაფონში.ბიბილაშვილის ქ.4 მე-2 სადარბაზო,მესამე სართული.
ქურდობას წუხელ ჰქონდა ადგილი, ხოლო მომხდარი გიგაშვილმა დღეს დილით აღმოაჩინა.
ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, როგორც “თაიმერის” წყარო აცხადებს სამსახურის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. წინასწარი მონაცემებით, წაღებულია “ყველაფერი”.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 177-ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.უწყება კატეგორიულად ურყოფს ინფორმაციას რომ ბინა, რომლშიც მოხდა ქურდობა ზესტაფონის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსს ეკუთვნოდა.დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისაგან შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს იკავებს.

“თაიმერის” ინფორმაციით ზესტაფონის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსი დავით გიგაშვილი განთავისუფლებულია თანამდებობიდან.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა აფხაზეთს სამხედრო ქონების ნაწილი გადასცა
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სია წარადგინა