“ნოდარ მელაძის შაბათის” ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება – ვინ აძლევდა განსაკუთრებულ დავალებით დეპარტამენტის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილს (ხარებას) განსაკუთრებული სისასტიკით აქციების დარბევის ბრძანებას?!
“შაბათის ეთერმა” მოიპოვა რაციის ოფიციალური ჩანაწერები, სადაც გარკვევით ისმის: “გაზი გაურიეთ!”.
“ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, ვინ იყვნენ ბრძანების გამცემებიც და შემსრულებლები.
რაციის ჩანაწერებით დასტურდება, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, წყლის ჭავლთან ერთად, ქიმიურ მინარევს იყენებდნენ.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე, ყველა დავალებას, სპეცრაზმის განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი შეფი, “ხარება” იგივე ზვიად ხარაზიშვილი რაციით იღებდა და გასცემდა.
“შაბათის ეთერმა” მოიპოვა:
- “ხარებას” – ზვიად ხაზარზიშვილის, “მოზგის”, იგივე იოსებ ჭელიძის, მილერი ლაგზაურის, მირზა კეზევაძის და კახა ჭუმბურიძის რაციის საუბრის ჩანაწერები.
ამ ფაილების გაშიფვრის შემდეგ შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ “ხარება” წყლის ჭავლში გაზის გარევის ბრძანებას გასცემდა – ქიმიური ნივთიერება ამ დროს წყალთან რეაქციაში, მომიტინგე კი მძიმე დაზიანებას იღებს.
რაციის ჩანაწერები ადასტურებს, რომ დარბევებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ზედმეტსახელად “მოზგი” მონაწილეობდა.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, სისტემა ასე მუშაობდა:
- შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომალეური კავშირზე იყო ორ პირთან, ეს იყო მისი მოადგილე “მოზგი” და სპეცრაზმის შეფი “ხარება”, თუმცა აქციების დარბევას უშუალოდ ჭელიძე ხელმძღვანელობდა.
- ჩანაწერში ცხადად ისმის, რომ იოსებ ჭელიძე “ხარებას” სპეცრაზმის გადადგილების ბრძანებას აძლევს. შემდეგ ჩანაწერებში კი უკვე პარტიის ქართული ოცნების ცენტრალური ოფისთან სპეცრაზმის გადაყვანის მითითებას.
რაციის ოქროს ჩანაწერებით დგინდება, რომ “ხარება” ჭელიძის გარეშე არ მოქმედებდა, შესაბამისად მას უნდა სცოდნოდა, რომ სპეცრაზმის შეფის, წყლის ჭავლში გაზის გარევის განკარგულებას იძლეოდა. ჭელიძე “შაბათის ეთერს” ფარდის უკან დაემალა.
ოქროს ჩანაწერების ოქროს მოწმე კახა ჭუმბურიძეა, “შაბათის ეთერმა” დაადგინა, რომ სწორედ ის არის ადამიანი, ვისაც სპეცრაზმის უფროსმა წყლის სატყორცნ მანქანაში, გაზის გარევის ბრძანება მისცა.
კახა ჭუმბურიძე სპეცრაზმის ერთ-ერთი შეფი აღარ არის, მან სისტემა აქციების დასრულებიდან მალევე დატოვა. “შაბათის” გუნდმა გუნდმა მიპოვა, მისი პატაკი სადაც წერს, რომ განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტში, მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტიდან ოჯახური მდგომარეობის გამო გადადგა. “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციით კი, ის სისტემიდან ხარებასთან დაპირების ის გამო წამოვიდა.
- ” შაბათს ეთერმა” დაადგინა, რომ წყლის ჭავლის სატყორცნ მანქანას, გამოფრქვევის ორი რეზერვუარი აქვს, ერთი წყლისთვის მეორე კი სხვა ნივთებისთვის.
“შაბათის ეთერი” მილერი ლაგაზაურთანაც იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც, მან გაიგო რომ “შაბათის ეთერს” მათი რაციის ჩანაწერები ჰქონდა, მაღალჩინოსანმა იდენტობაც კი უარყო და გაიქცა.
იყო თუ არა პირადად გომელაურის გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდების პროტესტი აკრძალული მეთოდებით დაერბია? – “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული ჩანაწერებით დგინდება, რომ მინისტრის ბრძანებას ადგილზე გომელაურის მოადგილე – “მოზგი” ავრცელებდა, ბრძანება ადგილზე მიიღო მირზა კეზევძემ, რადგან ის ერთ ერთია, ვინც რაციით კავშირის დროს, საუბარს ისმენდა და უფროსობასთან ამავე რაციებით იყო ხაზზე.
რა წერია პოლიციის შესახებ კანონში?
-
-
- პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა შესაძლოა, გამოიყენოს, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები. თუმცა მისი გამოყენება უნდა მოხდე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ეტაპობრივად და განსაკუთრებული სიფრთხილით, თუმცა ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ აპრილი მაისის აქციების დროს ხარებას ბრძანებით წყლის ჭავლის სატყორცნ მანქანაში ურევდნენ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც რეაქციაში შედიოდა წყალთან და მძიმე დაზიანებებს აყენებდა მომიტინგეებს.
- წყარო: ტვ პირველი
-