“ნოდარ მელაძის შაბათის” ექსკლუზივი – TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისს, წყარომ მიაწოდა აუდიო-ჩანაწერი, რომელიც კონფიდენტის თქმით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანისა და იმ მონაზვნის საუბარს ასახავს, რომელიც სავარაუდოდ, მთავარეპისკოპოსის გასანეიტრალებლად გადაიბარეს.
ჩანაწერის მიხედვით, მონაზონი ეპისკოპოსს ეუვნაბა, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი მისი მოწამვლის გეგმას თვეების განმავლობაში ამუშავებდა.
ამავე აუდიო ჩანაწის თანახმად, მონაზონიწმინდა სინოდის წევრს ეუბნება, რომ მისი ლიკვიდაციის სურვილი დღის წესრიგიდან ახლაც არ არის მოხსნილი.
“ტვ პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისისთვის დაუდგენელია, რა ვითარებაში მოხდა, ეპარქიის მონაზვნისა და ეპისკოპოსის საუბრის ჩაწერა, თუმცა სამიდან ორი ჩანაწერი, მაღალი გარჩევადობისაა.
ერთ-ერთ ჩანაწერში, მონაზონი მეუფეს დეტალურად უყვება, რომ მისი გადაბირება 2024 წლის ზაფხულში დაიწყო, რაც საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ეპისკოპოსის მოწამვლით უნდა დასრულებულიყო.
– მხოლოდ სახლი მითხრი ვინ იყო ეს პირი? შინჯიკაშვილი…
– როდის დაიწყო ეგ ამბავი?
– აი თურქეთიდან რომ ჩამოვიდა მაშინ… 21 აგვისტოს მომაკითხა”– ისმის ჩანაწერში.
მონაზონი, რომლის ვინაობასაც “TV პირველი” მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს, “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, მეუფე გიორგი ჯამდლიანის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, რადგან მარნეულში საეპისკოპოსო რეზიდენციაში მსახურობდა. ჩანაწერის მიხევდით, მონაზონთან ნდობაში შევიდა და მჭიდრო კავშირი დაამყარა ექს ვიცე- გუბერნატორმა, გიორგი შინჯიკაშვილმა, რომელიც მეუფის რეზიდენციას ხშირი სტუმარი იყო.
აუდიო ჩანაწერის მიხევდით, მონაზონთან გიორგი შინჯიკაშვილს ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა მოულოდნელი შეხვედრა მათ შორის 2024 წლის 21 აგვისტოს მოხდა, როდესაც მონაზონი სანზონაში, მეგობრის სახლში იმყოფებოდა. შინჯიკაშვილი კი ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პერიოდში დააბრუნა.
ის, რომ მონაზონთან გიორგი შინჯიკაშვილს თვეების განმავლობაში, სისტემატური კავშირი ჰქონდა, ამას აუდიო მასალაში მეუფეს თავად მონაზონი უყვება. იხსენებს, ერთ- ერთ სატელეფონო საუბარსაც, როდესაც მისივე მტკიცებით, „ქართული ოცნების” ექს მაღალჩინოსანმა ჰოლანდიიდან დაურეკა და მეუფის ლიკვიდაციის მოტივზე ესაუბრა.
ჩანაწერში მონაზონი ჰყვება, რომ ეპისკოპოსის “გამეტება” შინჯიკაშვილს “ძველი ამბის” გამო სურდა.
ინფორმაციის გადასამომწმებლად მარნეულში ჩასულ „შაბათი ეთერის“ გადამღებ ჯგუფს მეუფის რეზიდენცია შეიარაღებული დაჯგუფების ალყაში დაგხვდა – თუმცა ადამიანები, ვინც ახლა სავარაუდოდ ეპისკოპოსს ავტომატებით იცავენ, არც სამართალდამცავები არიან და არც რომელიმე საპოლიციო დანაყოფს ან კერძო დაცვის სამსახურს არ წარმოადგენენ.
წყარო: ტვ პირველი