ექსკლუზივი: ვინ იქნება ზუგდიდის მერობის კანდიდატი “გაერთინებული ოპოზიციიდან”

“თაიმერის ” ექსკლუზიური ინფორმაციით, “გაერთიანებული ოპოზიცია” ზუგდიდის მერობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლეს სანდრა რულოვს დაასახელებს. გადაწყვეტილება მიღებულია, რაც თავად სანდრა რულოვსმა თანხმობა განაცხადა. წყაროს ინფორმაციით, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს.

ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 2018 წლის 12 სექტემბერს დატოვა. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ის და მისი მოადგილე გია გულორდავა პირველ ნოემბერს დააკავეს დიდი ოდენობით (21 500 აშშ დოლარი) ქრთამის აღების ბრალდებით. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის მაისში უნდა ჩატარდეს.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ უტრეხტის მსროლელი დააკავა