ექსკლუზივი-ვინ არის პატრიარქის სახლს შეფარებული მუსტაფა ზორლუჯანი?

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენების დროს, პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა, 2016 წელს გიორგი ანდრიაძისა და შორენა თეთრუაშვილის ხელშეწყობით პატრიარქის სახლში შეფარებული თურქი ძებნილების შესახებ ისაუბრა. ამ ძებნილებიდან ერთ-ერთი, მუსტაფა ზორლუჯანი – ულტრამემეარცხენე ექსტრემისტი და რევოლუციონერი კუმინტისტი აღმოჩნდა.


ინფორმაცია ზორლუჯანის შესახებ ,,თაიმერს,, თურქეთის ქალაქ ფინდიკლიდან კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
,,თაიმერი,, : ბატონო მურატ! თქვენ იცნობთ მუსტაფა ზორლუჯანს, რომელიც 2016 წელს საქართველოს აფარებდა თავს და რომელიც ახლა ჩვენი ინფორმაციით თურქეთში იხდის სასჯელს?
მურატი: ვიცნობ ასეთ პიროვნებას… ის აქაურია. აქ ბევრი ლაზი ცხოვრობს და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ქალაქიდან წასულებთანაც არ ვწყვეტთ კონტაქტებს. მუსტაფაზე რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა, თუმცა მე არ ვიცი ზუსტად რა დანაშაულისთვის იხდის ის სასჯელს და რატომ იმალებოდა საქართველოში. არ მინდა რაც ზუსტად არ ვიცი იმაზე ვისაუბრო.
,,თაიმერი,, : პიროვნებამ, რომელიც საქართველოში მასპინძლობდა ზორლუჯანს, დაახასიათა ის, როგორც არა ისლამისტი, დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და რომელსაც მსოფხედველობითი პრობლემები აქვს ერდოღანის ხელსიუფლებასთან… რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით?
მურატი: ისლამისტი ნამდვილად არ არის (იცინის)… რადგან კომუნისტია, ანუ ათეისტი. მათი ღმერთი ხომ მარქსი, ლენინი და სტალიანია. ერთი სიტყვით ურწმუნოა. რაც შეეხება დემოკრატიულად მოაზროვნეს, თუ კომუნისტებს დემოკრატიულად მოაზროვნეებს ვუწოდებთ – კი ბატონო. მუსტაფა, რამდენადაც მე ვიცი, ულტრა მემარცხენე კომუნისტური ორგანიზაციის წევრია. ასეთი ორგანიზაციის წევრებს თურქეთში ხშირ შემთხვევაში ექსტრემისტებად მიიჩნევენ… თურქეთში არა ერთი კომინისტური პარტია დახურეს, იმის გამო რომ მათ გასამხედროებული დაჯგუფებები ჰყავდათ, რომლებიც ტერაქტებს აწყობდნენ. თუმცა, დღემდე რამდენიმე ასეთი ულტრამემარცხენე კომუნისტური ორგანიზაცია ლეგალურადაც მოქმედებს. რაც შეეხება ხელისუფლებასთან მსოფხედველობით პრობლემებს, კომუნისტებს ხელისუფლების გარდა ყველა დანარჩენთანაც ასეთი პრობლემა აქვთ… ისინი ღიად აცხადებენ, რომ რევოლუციის გზით მსოფლიო იმპერიალიზმის დამხობას აპირებენ. საქართველო ყველა ლაზს უყვარს… თურქ კომუნისტებს განსაკუთრებით სტალინის გამო უყვართ საქართველო, ისევე როგორც რუსეთი უყვართ ლენინის გამო.
,,თაიმერი,, : ბატონო მურატ! რამდენად სარწმუნოა თქვენი ინფორმაცია, რომ მუსტაფა ზორლუჯანი ულტრამემარცხენე კომუნისტური ორგანიზაციის წევრია?
მურატი: იმდენად სარწმუნოა, რომ რ თქვენ თვითონ შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ თურქეთის ოფიციალურ სტრუქტურებში… ან თავად ჩამოხვიდეთ აქ და გაიკითხოთ. ფინდიკლი ახლოსაა საქართველოს საზღვართან.

,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშირუსი სენატორების ვიზიტი აფხაზეთში
შემდეგი სტატიადიდი განხეთქილება სენაკის ,,ოცნებაში,,