ექსკლუზივი – წალენჯიხის ვიცე-მერის თანამდებობას ივანე ბურდული დაიკავებს

წალენჯიხის ახალი ვიცე-მერის ვინაობა ცნობილია. ამ თანამდებობას, „თაიმერის“ ექსკლიზიური ინფორმაციით, ივანე ბურდული დაიკავებს.

ივანე ბურდული 2002-2009 წლებში საქართველოს პარლამენტში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა. 2009-2010 წლებში – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა სამინისტროში იურიდიული სამმართველოს უფროსად, 2010 -2011 წლებში – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსად.
2011-2015 წლებში იყო სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსი. 2015-2017 წლებში – დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2017- 2020 წლებში – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთავარი სპეციალისტი.
ამასთან, იყო შპს „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში“ მოწვეული ლექტორი ადამიანის უფლებების მიმართულებით.
ივანე ბურდული არის ბრიჯის საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელი.
შეგახსენებთ: ლაშა ზარქუამ ვიცე-მერის პოსტი გუშინ დატოვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში მოცვის პლანტაცია გაშენდა
შემდეგი სტატიაწერილი ჩინოვნიკებისთვის! წალენჯიხა, ამბავი 2