ექსკლუზივი-თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი დააკავეს

region
ავტ.: region აპრილი 22, 2019 17:22

ექსკლუზივი-თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი  დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი დააკავეს. ,,თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილია.

,,თაიმერის” წყაროს ინფორმაციით,დაკავება თბილისში მოხდა. დაკავების მომენტში ცნობილი მსახიობი დასახმარებლად თბილისის მერის კახი კალაძის სახელს ახსენებდა.

,,სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს”- თვითმხილველების ინფორმაციით დაკავების მომენტში ცნობილი ბიზნესმენი თბილისის მერის სახელს ახსენებდა და ითხოვდა,რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია კახი კალაძისთვის მიეწოდებინათ.

,,თაიმერის” წყაროს ინფორმაციით,ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული. საუბარია დიდი რაოდენობით,სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირზე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,თაიმერს” განუცხადეს ,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

region
ავტ.: region აპრილი 22, 2019 17:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics