ექსკლუზივი-თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შემდეგ, მინისტრების მოადგილეების ცვლილებები დაიწყო. “თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა.ინფორმაცია “თაიმერს” თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

“თაიმერი” ბურჭულაძის ბიოგრაფიას გთავაზობთ.

ჯუანშერ ბურჭულაძე (14 იანვარი, 1978, თბილისი ) – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე 2016 წლის ნოემბრიდან.

1998 – 1999 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი.

1999 – 2001 წლებში ეკავა შპს. „ლუქსი“ -ს ფინანსური მენეჯერის თანამდებობა.

2001 – 2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტის პოზიციაზე,

ხოლო 2004 – 2005 წლებში ს.ს. „ქართუ ბანკი“ -ს პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროს სპეციალისტად.

2005 – 2007 წლებში იყო ს.ს. „სტანდარტ ბანკი“ -ს საბურთალოს ფილიალის მმართველი და კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის განყოფილების მმართველი.

2007-2010 წლებში ეკავა ს.ს. „კორ – სტანდარტ ბანკი“-ს ბიზნესის განვითარების დირექტორის პოსტი.

2010 – 2015 წლებში მუშაობდა MFA საქართველოს საელჩოში ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსურ მენეჯერად. 2015 – 2016 წლებში იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

განათლება:

1998 წელს, დაამთავრა საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო-საფინანსო ფაკულტეტი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – ვერავინ გაიგო, რა შუაში იყო გუშინდელ აქციასთან ოკუპაცია
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს