ექსკლუზივი: “თაიმერმა” „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის შედეგები მოიპოვა

14302447_1106447556058589_1406197304_n„ თაიმერს” სანდო წყარომ მიაწოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ბოლო შიდა კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს ამომრჩეველთა აზრს არჩევნებში მონაწილე პარტიების საგარეო ორიენტაციის შესახებ. კვლევა წარმოადგენს 1-4 სექტემრის მონაცემებს.

დოკუმენტის თანახმად, 1000 გამოკითხული რესპოდენტიდან მხოლოდ 29,2% (292 გამოკითხული) მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ევროატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. გამოკითხულთა 27,7 % (277 რესპოდენტი) მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. 318 გამოკითხულის, ანუ 31,8 %-ს აზრით, “ქართული ოცნება” უბლოკო სტატუსის, რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრეა და მას არც ნატოში გაწევრიანება სურს და არც ევროკავშირში. გამოკითხულთა 10,4 % მმართველ ძალას ნეიტრალიტეტის მომხრედ მიიჩნევს, ხოლო 0,9% კი – პრორუსულ ძალად. ზემოთაღნიშნული დოკუმენტის თანახმად, გამოკითხვის მონაწილეები წამყვან პოლიტიკურ ძალებს შორის ყველაზე პროდასავლურ ძალად მიიჩნევენ „ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და რესპუბლიკურ პარტიას, შესაბამისად 79,1 % და 67,7 %.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური პანაშვიდი დიმიტრი ხუნდაძისთვის
შემდეგი სტატიანორვეგია რუსეთის საზღვართან კედელს აშენებს