ექსკლუზივი-სისხლიანი დაპირისპირება თბილისში

ვაკის საცურაო აუზთან მოქალაქე

როგორც ,,თაიმერს” სანადო წყარომ აცნობა, ციხიდან გამოსულმა კრიმინალებმა რესტორან “მასპინძელოში” რამდენიმე პირი დაჭრა.

როგორც ჩვენი წყარო ყვება 10 მარტს თბილისში, აბანოთუბანში, რესტორან ,,მასპინძელოში” , მეუღლეებთან ერთად, ვახშმობდა რამდენიმე პირი. ამ დროს მათთან პრეტენზიით მივიდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება, რატომ არ მიცნობთო და სუფრის წევრებს დედა შეიგინა… მათ თავი შეიკავეს პასუხისაგან, კონფლიქტს მოერიდნენ, ანგარიში მოითხოვეს და, როცა გარეთ გამოვიდნენ, დახვდათ 15 კაცი დანა-ჩანგლით შეიარაღებული, ალყაში მოაქციეს და უმოწყალოდ აჩეხეს და ცემეს. ინციდენტის შედეგად დაჭრილია 4 ადამიანი, ყოველი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. ნაცემია სუფრასთან მყოფი ქალბატონებიც. არის ვარაუდი, რომ თავდამსხმელები  ადრე ნასამართლევი პირები არიან.

 როგორც “თაიმერს”  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ინციდენტის დროს დაიჭრა 4 პიროვნება. მათივე ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული ერთი პირი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიიგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება – საპატრიარქოს განცხადება
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხედ აირჩიეს