ექსკლუზივი: სენაკში ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი სპეცრაზმელი დაჭრეს

ცეცხლსასროლი იარაღით  დაჭრეს ნიკო სურმავა. „თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, შემთხვევა 7 თებერვალს სენაკში  მოხდა. ამ დროს სურმავა სიმამრის, ჯიბილო ნანეიშვილის ოჯახში იმყოფებიდა. სურმავას ტყვია მუხლისა და ბარძაყის არეში აქვს მოხვედრილი. როგორც წყარო „თაიმერს“ ეუბნება, დამნაშავემ გასროლა ნანეიშვილის ეზოში განახორციელა და მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ყოფილი „მხედრიონელია“. მოგვიანებით კი, სპეცრაზმში მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. როგორც უწყებაში “თაიმერს” განუცხადეს გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდაშავებული ორი მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს
შემდეგი სტატიაჟენევის სასამართლომ ივანიშვილის ბანკირი დამნაშავედ სცნო