ექსკლუზივი: სენაკის, ხობის და ჩხოროწყუს პოლიციას ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

სენაკის, ხობის და ჩხოროწყუს პოლიციას ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.
წალენჯიხის პოლიციის ყოფილი უფროსი რაჯი ერემაძე ხობის პოლიციას უხელმძღვანელებს, ხობის ყოფილი უფროსი – დავით პაპავა ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. ხოლო სენაკის პოლიციას – ბესიკ მაქაცარია უხელმძღვანელებს.

ინფორმაციას შსს ადასტურებს და აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში პედიოდულად ხორციელდება და ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მისი მიზანია მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე – თბილისის მერს “ოტოსთან” წვდომა არა აქვს
შემდეგი სტატიამარტვილის პოლიციაში მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა იწყება