ექსკლუზივი-სამტრედიის რაიონში ქალმა 75 წლის მამაკაცი დააყაჩაღა

28 ივნისს, სამტრედიის რაიონის სოფელ კვირიკეში ქალმა მეზობელი დააყაჩაღა – 75 წლამდე მამაკაცს სახლში ცივი იარაღით შეუვარდა და ფული მოსთხოვა, თუმცა მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია.

„ხმაზე ვიცანი, რომ ქალი იყო,“ – ამბობს დაზარალებული. მისივე თქმით, თავდამსხმელს ნიღაბი ჩამოხსნა და სწორედ ამ დროს ქალმა მამაკაცს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და გაიქცა. „თაიმერის“ ინფორმაციით თავდამსხმელი გვარად რამიშვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო “თაიმერის” ინფორმაციას ადასტურებს.

როგორც უწყებში აცხადებენ საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა. გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ქალბატონი დაკავებულია განუცხადეს “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვაში მაშველებმა მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ბატონო თალაკვაძე-სააკაშვილო!!!