ექსკლუზივი: სააკაშვიის წინააღმდეგ ვარშაველი ანარქისტები ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ (ვიდეო)

ვარშაველი ანარქისტების სოლიდარობა ქართვველ ხალხს - ასე ქვია ვიდეოს, რომელსაც ვარშაველი ანარქისტები „თაიმერს“ ექსკლუზიურად აწვდიან.

18 ივლისს ვარშავის უნივერსიტეტში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა გამართა.
ვიდეოში ჩანს, რომ სააკაშვილს ანარქისტები სიტყვას ზუსტად მაშინ აწყვეტინებენ, როცა ის საუბრობს ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მომხდარ ცვლილებებზე. ის ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობისას საქართველო წარუმატებელი და კორუფციული ქვეყნიდან დემოკრატიის მაგალითად გადაიქცა, რომ მისმა მთავრობამ მრავალი რეფორმა ჩაატარა, რომელმაც ქვეყანა სრულიად შეცვალა.
გამოსვლის ამ ფრაგნენტს მას ანარქისტები აწყვეტინებენ და ახსენებენ გლდანის და სხვა ციხეებს, სადაც ხალხს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, ახსენებენ სისტემას, რომელიც მან შექმნა და რომლის დროსაც ბიზნესის დაყაჩაღება და ხალხს ხოცვა ჩვეულებრივი ამბავი იყო:
„ვარდების რევოლუციის შემდეგ ციხეში მყოფთა 75% აწამეს იმ ქვეყანაში, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს“, „შენ ხალხს კლავდი“, „შენ კრიმინალი ხარ“, „ის რუსი პუტინია“, „შენ აწამებდი და კლავდი ხალხს“, „შენ საქართველოში გვანტანამოს მსგავსი გლდანტანამო შექმენი“ – ასე ეძახიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ვარშაველი ანარქისტები, რომლებიც დაცვამ გააძევა დარბაზიდან.
ვიდეოზე ასევე ჩანს, რომ სააკაშვილის გამოსვლის გაგრძელებას ხალხი ტაშით შეხვდა.
„ეს იმიტომ მოხდა, რომ პოლონეთში ხალხმა რეალურად არ იცის ვინ არის სააკაშვილი. მისი სისტემის შედეგებზე ან მსვლელობებზე ინფორმაცია, ფაქტობრივად, საქართველოს ფარგლებს გარეთ არ არსებობს. ჩვენს მიერ გაკეთებულ ვიდეოში, სადაც ცნობილი კადრები გამოვიყენეთ და ფონად ქართველი მუსიკოსების სიმღერა „სისტემა უნდა დაინგრეს“ დავადეთ, პოლონელებისათვის იმ რეალობის ძალიან მოკლე აღწერა გავაკეთეთ, რომელშიც სააკაშვილის მმართველობისას ქართველ ხალხს ცხოვრება უწევდა“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
მისი თქმით, მათ ძალიან შემთხვევით მოუწიათ ქართველებთან ურთიერთობამ. ერთ-ერთი ქართველი, გიორგი, მათთან ცხოვრობდა რამდენიმე ხნის მანძილზე. ის, სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეში იჯდა და წამების შედეგად ხერხემალი ისე ჰქონდა დაზიანებული, რომ ვერ დადიოდა. გიორგი ვარშაველმა ანარქისტებმა საფრანგეთში სამკურნალოდ გადაიყვანეს.
„ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი. ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მთელი ცხოვრება დაუნგრიეს იმ დემოკრატიის შედეგად, რაზეც სააკაშვილი საუბრობს თავის გამოსვლებში“ – ამბობს მ.
„ეკატერინე ლემონჯავას წიგნზე მუშაობისას, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქეს ურთიერთობებზეა საქართველოსა და პოლონეთის მაგალითზე და რომელიც დოკუმენტურია, სააკაშვილის მმართველობის პერიოდის კვლევამ მომიწია. ეს კვლევა დართული აქვს წიგნის პოლონურ გამოცემას. რა შემიძლია ვთქვა, ვწუხვარ, რომ მსგავსი ადამიანები შესაძლებელია ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ. სააკაშვილმა მინდა იცოდეს, რომ პოლონეთში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მას ყოველთვის შეახსენებენ მის საქმეებს, რომელთანაც ის ვერასდროს დაიტრაბახებს თავისი გმირობებით“ – ამბობს ბ. და ამატებს, რომ სააკაშვლის გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია გვიან გაიგეს. „დროის უქონლობის გამო, ფაქტობრივად, სხვა რამის გაკეთება ვერ შევძელით. მაგრამ ის ისევ ჩამოვა და ჩვენ ისევ დავხვდებით“ – ამბობს ბ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: „აგვიხსნას ბიძინას გეჯიდან გამოკვებილმა ბატონმა, რომელია აღნიშნულ ტანსაცმელში ეროვნული დეტალი!“
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე