ექსკლუზივი-რუსი ოკუპანტები გალის რაიონში თავს დაესხნენ ერთ-ერთ ოჯახს

გალში გადასვლა შესაძლოა ერთჯერადი საშვებით მოხდესეს წუთია “თაიმერისთვის ” ხდება ცნობილი, რომ გალის რაიონის სოფელ ნატარღალში რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს, რომელიც თხილის მოსავალს აგროვებდა. ოჯახს ეხმარებოდა ზუგდიდიდან ჩასული ცოლ-ქმარი. მათ თან ახლდათ 12 წლის ბავშვი. რუსმა ოკუპანტებმა წაიყვანეს ზუგდიდელი ქალბატონი და მისი, ეროვნებით სომეხი, მეუღლე. ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცყოფა. დანარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს. რაც შეეხება 12 წლის ბავშვს, იგი იმყოფება იმ ოჯახში, სადაც თხილის შეგროვება მიმდინარეობდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის არ ვრცელდება. დაზარალებულთა ვინაობის დასახელებისგან “თაიმერი” თავს იკავებს.

banner
წინა სტატიაშიგუშინ გამქრალი შვეიცარიული თვითმფრინავის ნამსხვრევები მთებში იპოვეს
შემდეგი სტატიაოლანდმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო მწუხარება გამოთქვა