ექსკლუზივი-რა შეუთვალა ივანიშვილმა ღარიბაშვილს გადადგომის წინ

garibashvili-ivanishviliროგორ მოიპარა ივანიშვილმა პრემიერი

როგორ მოიპარა ივანიშვილმა პრემიერი – საქართველოში კინოწარმოება ზენიტში რომ იყოს, ერთი ცნობილი ჰოლივუდური ფილმის მოტივებზე, რომელიმე გონებამახვილი რეჟისორი, ალბათ, ამ სათაურის კომედიას გადაიღებდა, მაგრამ საქართველო ჰოლივუდი არ არის, თან საქმე არც ისე სახუმაროდ გვაქვს. ამიტომ, „თაიმერი“ პირდაპირ, როგორც იტყვიან, საქმეზე გადადის და იმ ამბებზე მოგიყვებათ, რაც კულუარებში ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომამდე ხდებოდა.

„თაიმერი“, ბუნებრივია, ცალსახად არ ამბობს, რომ ჩვენი წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია თხემით ტერფამდე მართალია, მაგრამ ქართული ანდაზა ხომ გაგიგიათ, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ხმები გავრცელდა, ესე იგი, საამისო საბაბი მართლაც არსებობს, თან ისიც გათვალსიწინებელია, რომ ჩვენი წყაროები გავლენიანი ადამიანები არიან, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა სფეროში.

მაშ, ასე, როგორც „თაიმერს“ უთხრეს, „შეწყალების სკანდალი“ ყოფილი პრემიერისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, უფრო სწორად, მისი გარემოცვის მიმართ უკმაყოფიელბა აღარ დაემალა. ახლა, შეიძლება, გაჩნდეს კითხვა, თუ რა შუაშია ღარიბაშვილის გარემოცვა და „შეწყალების სკანდალი“ და, თავისთავად ცხადია, ობივატელის გადასახედიდან, ეს კითხვა „თაიმერმაც“ დასვა, რის საპასუხოდაც აუხსნეს, რომ ბესელია და კობახიძეც პარლამენტში სწორედ ყოფილი პრემიერის, ღარიბაშვილის „ჯარისკაცები“ იყვნენ.

„როგორც მე გავიგე, „შეწყალების სკანდალი“ რომ დაიწყო, ბიძინა ძალიან გაღიზიანდა და ყველა ის „ცოდვა“ გაახსენდა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ღარიბაშვილის გარემოცვას უკავშირდება. ამას ისიც დაემატა, რომ როგორც ამბობენ, მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას სწორედ ღარიბაშვილის კლანი ლობირებდა. ჰოდა, ივანიშვილი ატომური ბომბივით აფეთქდა და აწ უკვე ყოფილ პრემიერს მოსთხოვა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, მაგრამ ღარიბაშვილმა, როგორც გავიგე, თავიდან უარი თქვა, არ დავტოვებო. ბიძინა უარესად გაბრაზებულა და საქმე იქამდეც კი მისულა, რომ შეუთვლია, თუ ნებით არ გადადგები, კაბინეტიდან ძალით გამოგიყვანთო,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ერთ-ერთი წყარო.

მისივე ვერსიის მიხედვით, სწორედ ამ „პინგ-პონგის“ გამო გადაიდო რამდენჯერმე ღარიბაშვილის დაანონსებული საგანგებო ბრიფინგი და ბოლოს, ვაჭრობა იმაზე წავიდა, თურმე, რომ ღარიბაშვილი გადადგებოდა, მაგრამ სანაცვლოდ, ჯანყარაშვილს და სხვა ადმიანებს, რომლებიც მასთან არიან დაკავშირებულები სამართალდამცავები არ მიაკითხავენ.

„ისე, ამ ქვეყანაში სამართლიანობა მართლა რომ არსებობდეს, ღარიბაშვილი კი არ უნდა გადაეყენებინათ, არამედ, ის ადამიანები უნდა დაესაჯათ, ვინც ეს ახალგაზრდა ბიჭი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, თუმცა როგორც მე მაქვს ინფორმაცია, სამართალი, ადრე თუ გვიან, აღდგება და ყველა იმ ტენდერზე, ასევე, „ნაციონალებთან“ ფარულ გარიგებაზე პასუხიც ყველას მოეთხოვება,“ – ამბობს „თაიმერის“ ფარული წყარო, რომელმაც ჩვენთან საუბრის დროს არაერთხელ ახსენა ჯანყარაშვილი და ასევე, ის თემები, რომლებზეც ბოლო წლები მედიაში ხშირად ლაპარაკობდნენ.

„თავისთავად, უცნაურად არ მოგეჩვენებათ, რომ ღარიბაშვილმა, ჯერ ერთი, ე.წ. ბრიფინგი ჟურნალისტების გარეშე ჩაატარა. მერე, მეორეც, მადლობა თავის მეუღლეს გადაუხადა. არადა, ყველა ლოგიკით, მადლობა სწორედ ბიძინა ივანიშვილისთის უნდა გადაეხადა, რადგან ქვეყნის სათავეში და პოლიტიკაშიც სწორედ მან მოიყვანა. აბა, გაიხსენეთ, სხვა დროს ღარიბაშვილი ყვოველ მესამე სიტყვაზე ივანიშვილის ახსენებდა ხოლმე. ახლა კი, თანამდებობიდან ისე წავიდა, რომ ბატონი ბიძინა არც გახსენებია. ან ეგრე სად ხდება, რომ ერთი კვირის წინ, სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამოს, წარმატებულად გამოაცხადოს და უცებ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს? დიახ, ცა რომ ჩამოიქცეს, მაინც ვერავინ დამაჯერებს, რომ ოთხშაბათს დილით, თან ახალი წლის წინა დღეებში, ღარიბაშვილს, რომელსაც უამბიციო ახლაგაზრდა არ ეთქმის, გაეღვიძა და გადაწყვიტა, რომ ქვეყნის მესამე კაცის თანამდებობა დაეტოვებინა. დიახ, ის აიძულეს რომ წასულიყო და თუ არ წავიდოდა, საქმე ძალიან გართულდებოდა, თუმცა როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს ყველაფერი ასე ახლაც არ ჩაივლის და ახალი წლის შემდეგ, მინიმუმ, ორი-სამი ხმაურიანი დაჭერის მოწმეები გავხდებით. დიახ, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ მისი ავტორიტეტი ხალხის თვალში თანდათან ნოლამდე ჩამოდის. ჰოდა, ახლა, ღარიბაშვილი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, როგორ გგონიათ, თავზე ხელს გადაუსვამს, ოღონდ შენ და შენი ახლობლები იყავით კარგად და ჩემი ავტორიტეტი, რომელსაც წლების განმავლობაში ვაშენებდი, წყალსაც წაუღიაო? ვისაც ბიძინა ასეთი მიამიტი გონია, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ მე ასე არასდროს ვფქირობდი და არც ახლა ვფქირობ,“ – ამბობს „თაიმერის” ერთ-ერთი წყარო, რომელიც ასევე, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი გიორგი კვირკაშვილი გახდება, არც ეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ანუ არჩევნებამდე მთავრობა კიდევ ერთხელ შეიცვლება.

„უფრო მეტსაც გეტყვით, მთელი „ოცნების“ საარჩევნო გუნდი გადახალისდება. ვიცი, მაგრამ გვარების გარეშე გეტყვით, რომ საზოგადოებისთვის ისეთ ცნობილ სახეებთან მიდის მოლაპარაკებები, რომლებსაც არც კორუფციაში ამხელს ვინმე და არც რამე სხვა კომპრომატს დაუდებს, მაგრამ ამ ადამიანებს თავიანთი მოთხოვნები აქვთ, ანუ სიაში ჩასმაზე მხოლოდ იმ პირობით დასთანმხდებიან, თუ მთელი კოალიცია საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებისგან გაიწმიდება,“ – აცნობს „თაიმერს“ კულუარებში გავრცელებულ ხმებს ანონინური სამთავრობო წყარო.

„თაიმერმა“ მას, ბუნებრივია, ჰკითხა, თუ რა როლი აკისრია ღარიბაშვილის გადადგომაში პრეზიდენტ მარგევლაშვილს და „რესპუბლიკელებს“, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ამ თემაზე ინფორმაცია მას პირველი წყაროსგან აქვს, რომელსაც ამუშავებს და უახლოეს დღეებში გაგვაცნობს.

banner
წინა სტატიაშიპეკინში შობასთან დაკავშირებით საშიშროების ყვითელი დონეა გამოცხადებული
შემდეგი სტატიადამასკომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე მზაობა გამოხატა