ექსკლუზივი-რა ჩანაწერით ცდილობდა ხელისუფლება მეუფე იაკობის დაშანტაჟებას

ამაო გამოდგა „ქართული ოცნების“ სიხარული -მეუფე იაკობმა დუმილი დაარღვია და კიდევ ერთხელ გააკეთა სკანდალური განცხადებები. ამჯერად ის უფრო კორექტული და მოზომილი იყო.

მან „მთავარ არხთან საუბარში“ „ქართული ოცნება“ ბოლშევიკებს შეადარა. ამბობს რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს, დარწმუნებულია რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ხალხს უნდა. ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ ეკლესია ხალხის მხარეს დადგება.

ეს განცხადებები მეუფე იაკობმა ბრიუსელიდან ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი ბრიუსელშიც გააჟღერა. თქვა, რომ საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება და მისი არჩევანი დასავლეთი და ნატოა.

როგორც ირკვევა მას საუბარი იმ სკანდალურ გეგმაზეც ჰქონდა, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინ გააჟღერა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი  თავის მთავრობასთან ერთად პატრიარქის შეცვლას გეგმავდა. მან ის პირებიც დაასახელა, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ.

ამ განცხადების შემდეგ ის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. ბევრმა ჩათვალა, რომ პატრიარქმა ის დასაჯა. ამ ჭორებს ამძაფრებდა ისიც, რომ იაკობი რამდენიმე კვირის განმავლობაში დუმდა.

ის ხალხი ვინც მას კარგად იცნობს, „თაიმერთან“ საუბარში ამბობდა რომ მისი დუმილი, იმ უკანდახევას ჰგავდა, ადამიანები “რაზგონის” ასაღებად რომ იყენებენ.

თავის სკანდალურ განცხადებაში მეუფე იაკობი აღნიშნავდა იმასაც, რომ მას გახარია ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით დაემუქრა.

ამას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ერი განიხილავდა, რომ თურმე მეუფეს პირადი ცხოვრება ჰქონია და ასეთი ჩანაწერები არსებობს.

„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერს“ უყვება, თუ რა ჩანაწერზეა საუბარი.

-მე არ ვიცი რა ჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდა მეუფე იაკობს პრემიერი, როცა ეს უკანსკნელი შს მინისტრი იყო. ჩემთვის ერთი ჩანაწერის შესახებ არის ცნობილი. ამ ჩანაწერში მეუფე უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს. ეს ჩანაწერი „ოცნების“ ლიდერსაც მოასმენინეს.

მოსმენილმა ის გადარია. გადარეული წავიდა პატრიარქთან და შესჩივლა, მეუფემ ასე მაგინაო. ცხოვრებაშიც კი არ მსმენია ასეთი გინებაო. თუ არ ვცდები, მან პატრიარქს ჩანაწერიც მოასმენინა. ამაზე ილია მეორეს გაუცინია და უთქვამს, ეგ რა არის იაკობმა უფრო მაგარი გინება იცისო, – ამბობს ჩვენი წყარო.

ჩვენი წყაროს ვარაუდით, ეს გინება დიდი ალბათობით იმ შეხვედრის შემდეგ არის ჩაწერილი, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები მეუფე იაკობს პატრიარქის შეცვლაზე ესაუბრებოდნენ.

ხელისუფლება ასეთი ტიპის საუბრებს კატეგორიულად უარყოფს. ოპოზიცია კი მეუფე იაკობის დაკითხვას ითხოვს. პროკურატურა საქმის აღძვრაზე უარს ამბობს.

ბოროტი ხმები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ ტყუიან, ამბობენ რომ საპატრიარქოს რაღაც მტკიცებულებები აქვს.

სწორედ ამით ხსნიან ისინი იმას, რომ გახარიას საპატრიარქოში ცივად შეხვდნენ. გახარია იქ პატრიარქისთვის სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა. ეს ხმაურიანი სინოდის სხდომის შემდეგ მოხდა.

მთავრობის მეთაური საპატრიარქოდან შესვლიდან 10 წუთში გამოვიდა. „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო გვიყვება, რომ ის პატრიარქს სულ 3 წუთი ესაუბრა. რის შემდეგაც მას უთხრეს, რომ პატრიარქს აღარ ეცალა.

რამდენიმე დღის შემდეგ ილია მეორე უკვე ივანიშვილმა მოინახულა. ეს შეხვედრა უფრო თბილი და უფრო ხანგრძლივი იყო. როგორც ამბობენ, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მთავარ მეოცნებეს ხელისუფლების წევრებზე მამხილებელი მასალები გადასცეს.

ამის შემდეგ „ოცნებასა“ და იაკობს შორის ზავი ჩამოვარდა. ეს უკანასკნელი მდუმარებაში იყო. „ოცნება“ მასზე მოზომილად საუბრობდა,.

სიმართლე თუ გინდათ, მათთვის აღარავის ეცალა. განყენებული პეტრე ცაავა პატრიარქზე ისეთ რამეებს ამბობდა, ნიკა მელიასაც კი თმა დაუდგა ყალყზე.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ყველა ხელისუფლება ერთმანეთს ემსგავსება და საბოლოო ჯამში „ყველანი ბოლშევიკები არიან
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: საწყალი მამაშენი შიოა, მთელი თბილისი შარდიყლაპიას სახელით რომ იცნობს! (video)