ექსკლუზივი: ქართველების მკვლელ ტრაპიზონიანს სომეხი ბოევიკები ყარაბაღში მიჰყავს

ვისაც აფხაზეთთან რამე შეხება ჰქონია, ყველას ემახსოვრება ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი. მათ ქართველების წინააღმდეგ უამრავი საშინელება ჩაიდინეს. ბატალიონის მსგავსად შეუძლებელია მისი ერთ-ერთი მეთაურის გალუსტ ტრაპიზონიანის დავიწყებაც. მან თავი პირველად გაგრის აღებისას გამოიჩინა, როცა ქართველებისთვის მოკვეთილი თავებით ფეხბურთი ითამაშა. ის ყოველთვის ამაყობდა, რომ აფხაზეთი ქართველებისგან გაათავისუფლა. ეს სისხლიანი მხეცი ხშირად სტუმრობდა ერევანს, მაგრამ ოფიციალურ თბილისს ეს არასდროს გაუპროტესტებია. ჯალათმა ტრაპიზონიანმა გადაწყვიტა ახლა ყარაბაღში იბრძოლოს. 1993 წელს სოხუმზე განხორციელებული შეტევის დროს მან ფეხი დაკარგა. ამ მიზეზით თავად აქტიურ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ აქტიურად გაჰყავს სომეხი ბოევოკები აფხაზეთიდან. ამის ამსახველი ფოტომასალა გაგრიდან მოაწოდეს თაიმერს. სომეხი ბოევიკები ყარაბაღში სოჭიდან გაემგზავრნენ. ქართველების მკვლელი ტრაპიზონიანი დაჯილდოვებულია აფხაზეთის გმირის წოდებით. ის აფხაზეთის პარლამენტის წევრიც იყო. დღეს ეს მკვლელი გაგრის სომხური სკოლის დირექტორია. მის მფლობელობაშია სანატორიუმი გაგრიფში.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიNGO-ების წარმომადგენლები სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიარიჟვაძე: გაყალბებულ ოქმებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აგებული კამპანია უსაფუძვლო აღმოჩნდა