ექსკლუზივი-ქართველ ემიგრანტთა გალობა მილანის სან მარკოს ტაძარში

ქართველ ემიგრანტთა გალობა მილანის სან მარკოს ტაძარში

ი1იტალიის ქალაქ მილანში, სან მარკოს ტაძარში, ლომბარდიის რეგიონში არსებული ქრისტიანული ეკლესიების მგალობელთა გუნდების საღამო მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სერბეთის, საბერძნეთის, უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა. საღამოში ასევე მონაწილეობდნენ სომხეთისა და მასპინძელი ქვეყნის იტალიის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მილანის ქართული სამრევლო პირველად მონაწილეობდა მსგავს ღონისძიებაზე.
საქართველოს წარმოადგენდნენ მილანის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს მგალობელთა გუნდი. მათ შეასრულეს ორი საგალობელი: 1. რომელი ქერუბიმთა. 2. ანგელოზი ღაღადებს მიმადლებულო, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. გამოსვლის შემდეგ, იტალიაში არსებულმა სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ქართველ მგალობელთა გუნდი ქართული საგალობლების უკეთ გასაცნობად მიიწვიეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველ ემიგრანტთა ლომბარდიის დიასპორა ყოველთვის აწყობს სხვადასხვა ღონისძიებებს ადგილობრივებისათვის ქართული კოლტურის გასაცნობად.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიარჩილ ხაბაძე ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთზე გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატიაბერლინში ჰომოსექსუალი ემიგრანტებისთვის ცალკე თავშესაფარი გაიხსნება