ექსკლუზივი : “ქართული ოცნება” სამეგრელოს მაჟორიტარობის კანდიდატებს ცვლის

“ქართული ოცნება” სამეგრელოს მაჟორიტარობის კანდიდატებს ცვლის.

„თაიმერს“ კომპეტენტურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, შიდა დაპირისპირება „ოცნების“ კანდიდატებსა და გუბერნატორს შორის ბოლო ფაზაშია გადასული. ამჟამად აქტიურდ განიხილება რამდენიმე კანდიდატის შეცვლის საკითხი. სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ „ქართული ოცნების“ შტაბს ამცნო, რომ პრობლემები აქვს ზუგდიდის და ხობის საარჩევნო ოლქებში. შონია ვარაუდობს, რომ ის „ზუგდიდსაც წააგებს და ხობსაც. წყაროს თანახმად, ზუგდიდში ოცნების კანდიდატია მერაბ ქვარაია, რომელთანაც შონიას ადრეც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ქვარაიამ მას თავისი კანდიდატურა მაჟორიტარად შანტაჟით და მუქარით წარადგენინა. ქვარაია და მისი პროკურორი მეუღლე შონიას ემუქრებოდნენ: „ტენდერებში მახინაციებს და კორუფციულ გარიგებებს გაგისაჯაროებთ თუ ქვარაიას კანდიდატურას არ შესთავაზებ კვირიკაშვილსო“. სწორედ „შანტაჟით დანიშნული ქვარაის ჩაჩოჩება უნდა ახლა შონიას. მას ხობშიც თავისი ინტერესები აქვს, თავისი თავის დაყენება უნდოდა მაჟორიტარად ამ საარჩევნო ოლქში და ახლა წყალს უყენებს ადგილობრივ მაჟორიტარს… ოცნებას მძიმე მდგომარეობა აქვს წალენჯიხაშიც, ოცნების მაჟორიტარი ნარკოდამოკიდებულია, ეს ფაქტი ადგილობრივებმა ზედმიწევნით კარგად იციან და „ოცნების“ საარჩევნო ადმინისტრაციაშიც უკვე აქტიურად განიხილება გულორდავას ჩანაცვლების საკითხიც“ – აცხადებს კომპეტენტური წყარო „თაიმერისთვის“ მიწოდებულ ექსკლუზიურ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ქვეყანაში აბსოლუტური თავისუფლებაა
შემდეგი სტატიაფოთში ზაზა ჭურღულიამ მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ოფიციალურად დატოვა