ექსკლუზივი: ფინანსური პოლიციის უფროსად გიორგი თვაური ინიშნება?

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად გიორგი თვაური ინიშნება, რომელიც ამ დრომდე ხემლძღვანელობს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა, მათ შორის მისმა ხელმძღვანელმა გიორგი ბადაშვილმაც.
რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გიორგი ბადაშვილი საქმიანობას ძალოვან სისტემაში გააგრძელებს, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა.
ბადაშვილის წასვალა ფარცხალაძის სკანდალს უკავშირდება, რადგან როგორც კულუარული წყაროდან გახდა ცნობილი, სწორედ ფარცხალაძე აკონტროლებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. გიორგი თვაურის დანიშვნით უწყება ანუ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქუმსიშვილის რეალურ დაქვემდებარებაში შედის, რაც არცერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა, მათ შორის ნაციონალების მმართველობის პერიოდშიც.

ბიოგრაფია

23.12.2013 წელი-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი

2012-2013 წლები-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე

2009-2010 წლები-საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი

2007-2009 წლები-შ.პ.ს გეომალტის იურისტ-კონსულტანტი.

2005-2007 წლები- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის მრჩეველი

2002-2003– რუსთავის სააღსრულებლო ბიუროს სასამართლო აღმსრულებელი

 

WWW.TIMER.GE

banner
წინა სტატიაშისენაკში გამგებლობისთვის ომი დაიწყო
შემდეგი სტატიამოსკოვი მოკავშირე ქვეყნებს საკუთარ ანბანზე უარის თქმას და რუსულზე გადასვლას სთავაზობს