ექსკლუზივი: „ოცნება“ პანიკაშია – ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი დასავლელ პარტნიორებს მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად აღიარებას სთხოვენ

“ოცნება“ პანიკაშია – როგორც „თაიმერს“ წყარო საგარეო უწყებიდან აწვდის ინფორმაციას, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ისტერიულად ცდილობს უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებას, რათა მათ მიხეილ ყაველაშვილის, როგორც პრეზიდენტის აღიარება სთხოვოს.
„ყველა და ყველაფერი ჩართულია, მათ შორის, პირადი კონტაქტებიც“ – უყვება წყარო „თაიმერს“ საგარეო უწყებიდან.
ამასთან, როგორც „თაიმერისთვის“ ხდება ცნობილი, ე.წ. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დასავლეთის ქვეყნებში მყოფ ქართველ ელჩებს უბრძანა, რომ ყველაფერი გააკეთონ ყაველაშვილის ასაღიარებლად.

შეგახსენებთ: „ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დღეს დასვა.

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ” უკანონოდ მოიწვია პარლამენტი… ანუ არჩევნები არ არის ლეგიტიმური”-თორნტონი
შემდეგი სტატია“მიხეილ ყაველაშვილი უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკო”- ევროპარლამენტარი მიჰაუ შჩერბა