ექსკლუზივი – მეუფე სტეფანემ სალხინოს სამონასტრო კომპლექსის ეზო ძროხების სადგომად აქცია

მას შემდეგ, რაც მეუფე სტეფანეს მიერ განყენებულ სასულიერო პირებს ჩოხოსანთა რაზმის წარმომადგენლებმა სალხინოს სამინისტრო კომპლექსი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, იქაურობა ნადგურდება.

„ულამაზესი ეზო მეუფე სტეფანემ ძროხების სადგომად აქცია, მოქალაქეებიც მონსტრის ეზოში უპრობლემოდ შედიან და ბურთს თამაშობენ. სრულიად გადაშენების პირასაა კოლხური ბზის ულამაზესი ხეივანიც, რომლიც სავარაუდოდ, არ შეწამლეს,“ – ეუბნება „თაიმერს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც “თაიმერს” უყვებიან სალხინო- დადიანების ისტორიული მარანში, სადაც ოჯალეშის უნიკალური კოლექცია ინახებოდა გამქარალია. ერთი ბოთლის ღირებულება საშუალოდ 200 დოლარს აღემატებოდა. არსებობს ეჭვი, რომ ღვინო გატანილია.

„თაიმერი“ მეუფესა და მის წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობს და კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

https://youtu.be/Mrh-7bEuJ_k

https://youtu.be/l9nDkWiSx28

https://youtu.be/kIbcPAmpt5Q

 

banner
წინა სტატიაშიდიასპორული ფორუმის ფარგლებში, თემატური პანელები – „კულტურული დიპლომატია“ და „ციფრული დიასპორა“ გაიმართა
შემდეგი სტატიაევროკავშირი იძულებულია, იყიდოს ნავთობი რუსეთიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი პუტინი ენერგოპროდუქტების მყიდველებს სხვა ბაზრებზე იპოვის და კიდევ უფრო მეტ თანხებს გამოიმუშავებს