ექსკლუზივი – მეუფე სტეფანე პოლიციის თანმხლებით გადაადგილდება

“თაიმერის” ინფორმაციით, ამ წუთებში მეუფე სტეფანე, სავარაუდოდ, სოფელ ინჩხურში, ტაძარში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე სტეფანე მამაოებს შეხვედება. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

ასევე ხდება ცნობილი, რომ მეუფეს დილიდან პოლიცია თან დაყვება.

შეგახსენებთ, რომ მეუფე სტეფანებ განკვეთილ მღვდლებს მსახურების უფლება შეუჩერა და თქვა, რომ მათ უფლება მხოლოდ მას შედეგ აღუდგებათ, რაც ისინი ერისა და ბერის წინაშე მოინანიებენ.

ამას გარდა, განკვეთილთა სიაში არის არქიმანდრიტი ათინოგენე, რომელიც მის წოდებას ვეღარ დაიბრუნებს.

“ბრძანება N 6 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება , მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი. ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმიქმედებუს უფლებების დაბრუნებისა.ხოლო რაც შეეხება მონაზონი ათინოგენს მისთვის მღვედმიქმედებუს დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე” – ვკითხულობთ ბრძანებაში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართება
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე – მოლაპარაკების მესამე ეტაპი თუ იქნება, ჩვენი მოთხოვნები იგივე დარჩება